რომელი მარკის ავტომობილია "ზედგამოჭრილად" თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
რომელი მარკის ავტომობილია "ზედგამოჭრილად" თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ადამიანების უმეტესობისთვის ავტომობილი უკვე ფუფუნების საგნიდან, ყოველდღიური საჭიროების ატრიბუტად იქცა. თუმცა, თავად მოდელისა და მარკის არჩევისას ყიდვის შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი იმტვრევს ხოლმე თავს. ჰოდა, დღეს ზუსტად ამ თემაზე შემოგთავაზებთ ზოგად სტატისტიკას და გაგაცნობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი მოდელის ავტომობილია თქვენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პიროვნებისთვის შესაფერისი:


ვერძს ძლიერი ძრავის მქონე, "გამძლე" ავტომობილი სჭირდება. იდეალურია მოდელები: Audi TT ან Mazda Rx8.

კურო ავტომობილის შეძენისას მის მაქსიმალურ კომფორტულობას და გამძლეობას ითვალისწინებს. შესაფერისი მოდელებია: Toyota, Saab, Volvo.

ტყუპისთვის ავტომობილი ისეთივე აუცილებელი და ორგანული რამაა როგორიც ხელი ან ფეხი. საუკეთესო არჩევანია შემდეგი მოდელები: Nissan X-trail, Volkswagen Tiguan, Land Rover Freelander

კირჩხიბი ისეთ ავტომობილს ეძებს, რომელიც მას და მის ოჯახს ხანგრძლივად ემსახურება. ფაქტობრივად ავტომობილი, მისი ოჯახის კიდევ ერთი წევრი უნდა იყოს. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ: Opel Zafira, Mazda 5, Honda FRV.

ლომისთვის ავტომობილს ერთგვარი, მდიდრული "აქსესუარის" დანიშნულება აქვს. მისით ლომმა პირველ რიგში თავი უნდა მოიწონოს საზოგადოებაში. ამიტომ ლომისთვის იდეალური იქნება Mercedes-Benz A-class ან Nissan Armada ტიპის მოდელები.

ქალწულისთვის ავტომობილის გამძლეობას, კომფორტულობასა და ხარისხს აქვს უდიდესი დატვირთვა. ამიტომ ქალწულმა არჩევანი შემდეგ მოდელებზე უნდა შეაჩეროს: Volkswagen, Land Rover Discovery 3.

სასწორისთვის ავტომობილის შერჩევა მისი ვიზუალური იმიჯის მოწონებით იწყება. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ: Alfa-Romeo, Fiat.

მორიელი საკუთარი ხასიათის შესაბამის, ექსტრემალური პირობების მიმართ კარგად ადაპტირებად მანქანას ეძებს. იდეალურია მისთვის: Mercedes-Benz E-class 55 AMG ან Land Rover Discovery.

მშვილდოსანს
ტევადი, გამძლე და ძალზე სწრაფი მანქანა სჭირდება. მისთვის იდეალურია: Citroen C4, Peugeot 30.

თხის რქას სოლიდურობა ხიბლავს. ის ცოტათი სნობია, ამიტომ მისთვის ისეთი მოდელებია შესაფერისი როგორიცაა: Saab, Volvo.

მერწყულისთვის ინოვაციურობას, სუპერთანამედროვე დიზაინს აქვს დიდი მნიშვნელობა. საუკეთესო არჩევანია: Lexus RX400h, Nissan Primera.

დაბოლოს, თევზებისთვის კომფორტთან ერთად, ავტომანქანის დაცულობას და კონსტრუქციის სიმძლავრეს აქვს მნიშვნელობა. სასურველია აირჩიოთ: BMW M235i ან Audi SQ5.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ