როგორ უვლიან თავს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ უვლიან თავს ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი ქალისთვის თავის მოვლა და ჩაცმა-დახურვის საკითხი ლამის იდე-ფიქსად გადაქცეული საკითხია, მაშინ როცა სხვები ხშირად მაკიაჟის გამოყენებასაც კი მხოლოდ დღესასწაულებზე თვლიან საჭიროდ... ასტროლოგები თვლიან, რომ ქალი იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოევლინა ქვეყანად სპეციფიკურად და განსხვავებულად ავლენს მიდრეკილებას თავის მოვლისკენ...

ასე მაგალითად ვერძი ქალები ექსპერიმენტის მოყვარულები არიან. ისინი ხშირად იცვლიან თმის ფერს და ვარცხნილობას. იმიტომ რომ, ვერძს ანატომიურად თავი შეესაბამება სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით.

რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს, ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სუნს, ამიტომ პირველ რიგში სხეულისა და კანის სიჯანსაღეზე ზრუნავენ. მათ უყვართ სხვადასხვა ტიპის მასაჟები და სპა-პროცედურები.

ტყუპი ქალები იშვიათად გამოირჩევიან საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტი ზრუნვის მოთხოვნილებით. მათ აქვთ განუმეორებელი შარმი, რომლის ხარჯზეც მინიმალური კოსმეტიკაც კი საოცრად ლამაზად აჩენს ქალი ტყუპის ვიზუალს. თუმცა, ისინი დიდი სიამოვნებით უვლიან ხელებსა და ფრჩხილებს. მოსწონთ ფერადი მანიკიური და ფრენჩი.

კირჩხიბი ქალები ხშირად განიცდიან ჭარბი წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ კიბო კუჭით მართული ნიშანია. მათი დიდი ნაწილი ცდილობს იზრუნოს სილამაზეზე პირველ რიგში ჯანსაღი კვების მეშვეობით. ბევრი კირჩხიბი გადამეტებულად უვლის თმას, ხშირად ბებიას რეცეპტებით და არა ძვირად ღირებული შამპუნ-ბალზამებით.

ლომი ქალები ბუნებით პრანჭია ინდივიდები არიან. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზუალურ იმიჯზე ზრუნვა. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებით ყველაზე ხშირად ლომები სარგებლობენ. იკეთებენ კანის გადაჭიმვას, ებრძვიან ნაადრევ ნაოჭებს და ცელულიტს.

ქალწული მაქსიმალური სისადავისა და ბუნებრიობის მომხრეა ყველაფერში. მას უყვარს საკუთარ სხეულზე ზრუნვა და საკუთარ რჩევებს ან გამოცდილებას სხვებსაც ახვევს თავს. მიმართავს რა ათასგვარი ტიპის დიეტას, დეტოქსიკაციის მეთოდებს და ა.შ.

სასწორი საოცრად პრანჭიაა. მისთვის ლამაზი სამოსი, აქსესუარები და ზოგადად შოპინგი საუკეთესო თერაპიის კურსს უტოლდება მნიშვნელობით. სასწორი ქალები ძალიან უვლიან თავს, ყოველთვის ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებიან ნებისმიერ ასაკში.

მორიელი ხშირ შემთხვევაში ერიდება ზედმეტ გადაპრანჭულობას. ამისთვის მას ხშირად არც დრო აქვს, არც სურვილი. თუმცა მის შემთხვევაში იდეალური გარეგნობის გარანტი სრულფასოვანი და ძალზე აქტიური სექსუალური ცხოვრებაა, რომელზეც ქალი მორიელი არასოდეს ეუბნება თავს უარს.

ქალი მშვილდოსანი ორი ტიპისაა: ერთი, რომელსაც ბიჭური ჩაცმულობითა და მიხრა-მოხრით იცნობთ, მეორე კი საოცრად დახვეწილი და პრანჭია. მშვილდოსანი ქალები ფიზიკური ფორმისა და სილამაზის შენარჩუნებას სპორტული აქტივობით და მუდმივი კარგი განწყობით ახერხებენ.

თხის რქა ქალები როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად მშვენდებიან და ლამაზდებიან. თხის რქას უყვარს თავის მოვლა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ სახის კანსა და კბილებს აქცევს. რომელიც სხვათა შორის ორივე სქესის თხის რქებს ერთ-ერთ სუსტ რგოლად აქვთ გამოვლენილი ჯანმრთელობაში.

მერწყული ქალები მსგავსად ტყუპისა, არ აქცევენ დიდ ყურადღებას თავის მოვლას. მათთვის ასევე დამახასიათებლია სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის სიყვარული როგორც ვარცხნილობის, ისე ზოგადად საკუთარი გარეგნობის მიმართ. ბევრი მერწყული ატარებს ტატუს, იპარსავს თმას და ა.შ.

თევზი ქალები საოცრად ქალურები და ნაზები არიან. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავის მოვლას. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტიკისა და სუნამოს კარგი არჩევანი. ხშირად განსაკუთრებულად უვლიან სახის კანს და ხელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ