რა კავშირია ასტროლოგიასა და პოლიტიკას შორის
რა კავშირია ასტროლოგიასა და პოლიტიკას შორის
ასტროლოგებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს პოლიტიკოსის მონაცემებსა და ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს შორის. დამეთანხმებით, ყველას როდი ხელეწიფება მასებთან სწორი ურთიერთობა, არც დამაჯერებლად საუბრის მანერა, უსაზღვროდ დიდი თვითრწმენა და სხვების დარწმუნების ნიჭი გააჩნია ბევრს. პოლიტიკოსი თავისი ბუნებით აუცილებლად უნდა ფლობდეს გარდასახვის ნიჭს, ცოტაოდენი სამსახიობო ელემენტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პუბლიკა მოსაწყენად ჩათვლის და მარტივად მოუძებნის შემცვლელს. გარდა ამისა, პოლიტიკოსს ისიც უნდა შეეძლოს, რომ სწრაფად მოახდინოს ლავირება შექმნილ სიტუაციაში, არასოდეს დაკარგოს საკუთარი ემოციების მართვის უნარი და მაქსიმალური გამჭრიახობა გამოავლინოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მოკლედ, "დიდთან დიდი უნდა იყოს, პატარასთან - პატარა".

როგორც სტატისტიკური კვლევები ცხადყოფს, ყველაზე მეტი და კარგი პოლიტიკოსი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინება ქვეყანას. მერწყული სოციალურად აქტიური, კომუნიკაბელური, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე, რეფორმატორი ნიშანია. ამიტომაც ახერხებენ მერწყულები პოლიტიკოსის როლის კარგად მოგრებას. ნიკოლა სარკოზი, აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ რუზველტი, რონალდ რეიგანი, ჯორჯ ვაშინგტონი - ვფიქრობ, ერთობ შთამბეჭდავი სიაა ცნობილი მერწყული პოლიტიკოსების გასახსენებლად.

არანაკლებ ხიბლავს პოლიტიკური სარბიელი, მერწყულის ოპოზიციურ ნიშანს - ლომს. თუმცა ლომის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კარგი ორგანიზატორული უნარებით, მართვის ნიჭითა და წინდახედულებით გამოირჩევიან, ხშირად იწვევს ძალაუფლება გარკვეული დიქტატურისკენ მიდრეკილებას. თვალნათელი მაგალითია ამ მხრივ ფიდელ კასტრო და ბენიტო მუსოლინი. ხოლო ლომის საუკეთესო თვისებების გამოვლინებას ვხედავთ ნაპოლეონ ბონაპარდეს შემთხვევაში. თუმცა ამ ადამიანში საკმარისად გამოვლინდა ლომის "ჩრდილოვანი მხარე" და დიქტატურისკენ მიდრეკილება.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ხშირად უწევს პოლიტიკოსის თანამდებობაზე პოზიციონირება არის მშვილდოსანი. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია სერ იუნსტონ ჩერჩილი. მშვილდოსანი ფილოსოფიური ბუნებით გამოირჩევა, იგი დაჯილდოებულია განსაკუთრებული ქარიზმით, ამიტომ მარტივად იმსახურებს პუბლიკის კეთილგანწყობასა და სიმპათიებს, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკოსის კარიერაში. თუმცა, მშვილდოსანს აქვს სერიოზული ნაკლი - მოვლენებისა და ფაქტების ზედაპირული აღქმისკენ მიდრეკილება, იგი იშვიათად აკვირდება დეტალებს, უყვარს დაპირებების ამაოდ გაჟღერება, რაც საბოლოო ჯამში დამღუპველად აისახება მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯზე საზოგადოებაში.

დაბოლოს, რაც შეეხებათ ქალ პოლიტიკოსებს და ცნობილი პოლიტიკოსების მეორე ნახევრებს. სტატისტიკის მიხედვით ამ მხრივ ლიდერობენ მორიელები - ჰილარი კლინტონი, კონდოლიზა რაისი, ლორა ბუში, ებიგეილ სმიტ ადამსი. მათ გვერდს უმშვენებენ არანაკლებ წინდახედული და გაწონასწორებული ნიშნის ქალები - ეს გახლავთ თხის რქა. მიშელ ობამა და კარლა ბრუნი სწორედ რომ თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ