ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცს შეუძლია ქალის გრძნობებით მანიპულირება
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცს შეუძლია ქალის გრძნობებით მანიპულირება
სიყვარული თავისებური თამაშია, რომელში გამარჯვებულიც ფსიქოლოგიურად გაცილებით მდგრადი ადამიანები არიან. ქალები კი მოგეხსენებათ, როგორი ემოციური ინდივიდები არიან. ამიტომ არსებობს მამაკაცების კონკრეტული კატეგორია, რომელიც შესანიშნავად მანიპულირებს სუსტი სქესის წარმომადგენელთა გრძნობებით. ისინი თავისებური "ემოციური ვამპირები" არიან, რომელთაც სასურველია ერიდოთ. ამასთან ერთად, მათი ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

ტყუპი - არაპროგნოზირებადი, თავქარიანი, საკმაოდ არამდგრადი მამაკაცია. გამუდმებით სიახლის ძიებაშია. ამიტომ მარტივად შეიძლება აღფრთოვანდეს ერთ წუთში თქვენით და მეორე წუთს ისე მოიქცეს, თითქოს საერთოდ აღარც ახსოვს თქვენი არსებობა. თქმა არ უნდა, მისი მხრიდან ამგვარი გულგრილობა, მტკივნეულად იმოქმედებს ქალის თავმოყვარეობაზე. არადა, ეს უბრალოდ მანევრია ტყუპის მხრიდან და სხვა არაფერი, რომელსაც ჭკვიანმა ქალმა ღირსეულად უნდა გაუძლოს. თუკი თქვენ ამას შეძლებთ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს თქვენი რომანი ტყუპთან.

მორიელი - მას თამამად შეიძლება გადაეცეს დიპლომი - დახელოვნებულ მანიპულატორობაში. მორიელი გასაოცარი ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანია, ამიტომ ძნელია რამე გამოაპარო ასეთ კაცს. სამაგიეროდ, თავად მას გაცნობისთანავე ხელის გულზე უდევს თქვენი კომპლექსები და სისუსტეები. ჰოდა, ზუსტად ამ "მტკივნეულ წერტილებზე" დაგარტყამთ საიმისოდ, რომ თქვენი გამძლეობა და გულწრფელი ემოციები გადაამოწმოს. თქმა არ უნდა, ყველა ვერ უძლებს ამგვარ გამოცდას. თუმცა, თუკი მორიელთან თავს არ შეირცხვენთ და დაანახვებთ, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერი, ჭკვიანი და უშიშარი ქალი ხართ, საბოლოო ჯამში მისგან პატივისცემასა და სიყვარულსაც დიდი ხნით დაიმსახურებთ.

მერწყული - ერთი შეხედვით საკმაოდ კომუნიკაბელური, თითქოსდა მარტივი ხასიათის მქონე ადამიანი ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მის საქციელის გამოცნობა და წინასწარ პროგნოზირება, აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაბამისად, მერწყული მამაკაცისგან ყოველგვარი სახის სიურპრიზებს შეიძლება ელოდოთ. გამორიცხული არ არის, იმასაც ვერ მიხვდეთ მხოლოდ გემეგობრებათ თუ თქვენ მიმართ სერიოზული გრძნობები ამოძრავებს. არც ის არის გამორიცხული, რომ მოულოდნელად ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შემოგთავაზოთ ქორწინება. რატომ აკეთებს ამას? უბრალოდ ორიგინალური ადამიანია და თქვენც მის თამაშის წესებს უნდა აჰყვეთ, თუკი გსურთ, რომ მისი მეორე ნახევარი გერქვათ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ