კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 17-23 ივლისი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 17-23 ივლისი
ფრიად აქტიური და მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული კვირა გველის წინ. ჯერ კიდევ ორშაბათს ვენერასა და ნეპტუნის დაძაბული ასპექტის გამო, ბევრი წყვილის ცხოვრებაში შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობები და გარკვეული წყენები, რაც ძირითადად ნაკლები გულწრფელობის ბრალი იქნება. ამიტომ ამ კვირაში, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია, მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან მაქსიმალური გახსნილობა, ლოიალურობა და მზადყოფნა დიალოგზე. არანაკლებ აქტუალური იქნება ფინანსურ საკითხებში შეფერხებები. მოსალოდნელია ამაო დაპირებები, ქაოსური სიტუაციები. ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდეს.

18-19 ივლისის შუალედში მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. იმიტომ რომ მარსისა და ურანის ნეგატიური ასპექტი გზებზე არაერთგზის შექმნის საავარიო სიტუაციების ალბათობას. გარდა ამისა, ზოგადად, ადამიანებში მოიმატებს იმპულსურობა, აგრესიული ფონი და არაადეკვატური ქმედებებისკენ მიდრეკილება. სასურველია, ზემოჩამოთვლილ დღეებში ნაკლებად დაგეგმოთ თვითმფრინავით მგზავრობაც.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში ვენერასა და იუპიტერის დადებითი ასპექტის გამო, ასევე გაიზრდება რომანტიკული ნაცნობობის წამოწყების შანსები. განსაკუთრებით უცხოეთში ან უცხოელებთან. არ არის გამორიცხული მოულოდნელად გაუმართლოს ადამიანებს ფინანსური ოპერაციების წარმოებისას. იდეალური დროა ახალი პროექტების წამოსაწყებად და დასაგეგმად. თამამად დაგეგმეთ შოპინგი ან უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება.

ზემოხსენებულ ასპექტს 19-20 ივლისის შუალედში მერკურისა და სატურნის დადებითი ასპექტი გაუმაგრებს ზურგს. რაც საქმიან ურთიერთობებში კონსტრუქციული დიალოგის ალბათობას გააძლიერებს. ეს კარგი პერიოდია ზემდგომებთან და მაღალჩინოსნებთან კომუნიკაციის დასარეგულირებლად.

20 ივლისს პლანეტა მარსი მდებარეობას იცვლის და მისთვის აქტიურ პოზიციაში ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უახლოესი ერთი თვის მანძილზე გაცილებით უფრო აქტიურები, მიზანსწრაფულები და თეატრალურები გახდებიან. მარსის ამგვარი პოზიცია განსაკუთრებით კარგ პერიოდს უქადის ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს.
22 ივლისს მარსთან ერთად მზეც ლომის ნიშანში გადანაცვლებს. შესაბამისად, ადამიანებში მომატებული დოზით გამოვლინდება კრეატიული პოტენციალი, დასვენებისა და გართობის მოთხოვნილება, სიყვარულისა და რომანტიკის უნარი.

დაბოლოს, ამ ყველაფერს კვირის ბოლოს ახალმთვარეობა დააგვირგვინებს ასევე ლომის ზოდიაქოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ამ დღეს მოგეცემათ შანსი, უახლოესი ერთი თვის მანძილზე მიმდინარე მოვლენები წინასწარ დაგეგმოთ. ამ დღეს სასურველია გათავისუფლდეთ წარსულის მომაბეზრებელი ბალასტისგან, მაქსიმალური "ევრორემონტი" ჩაატაროთ საკუთარ ქვეცნობიერში და ახალი მთვარის თვე, ახალმთვარეობასთან ერთად ახალი იმედებითა და გეგმებით დაიწყოთ.

წარმატებულ და პოზიტიურ კვირას გისურვებთ!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
მზე ყველაზე სამეფო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
რომელი საჭმელი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
ასევე დაგაინტერესებთ