ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან თანდაყოლილი გემოვნების და შარმის მქონე ქალები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან თანდაყოლილი გემოვნების და შარმის მქონე ქალები
ამბობენ რომ გემოვნებაზე არ დაობენ. თუმცა რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს და რაც სამყარო არსებობს ალბათ კაცობრიობა ყველაზე მეტს ზუსტადაც რომ გემოვნებაზე და შეხედულებებზე დავობს. ყველაზე მეტი დავა კი მოდის სამყაროში მიდის. როგორც მოდის მკვლევარი ასტროლოგები ამტკიცებენ, ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ხშირად განაპირობებს იმას, თუ რამდენად გააჩნია ქალს გემოვნება და დახვეწილად ჩაცმა-დახურვის ნიჭი. თუმცა, უფრო კონკრეტულად რომ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ინდივიდის გემოვნებაზე, საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი პირდი რუკის ასპექტებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ალბათ საინტერესო იქნება გავეცნოთ ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე გემოვნებიან ქალთა ხუთეულს რომელიც "ფეშენ-ასტროლოგებმა" შეადგინეს:

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, კაცმა რომ თქვას განსაკუთრებული კოპწიაობით არ გამოირჩევიან. თუმცა, ქალურობა და შარმი მათში იმდენად დიდი დოზითაა, რომ ისინი ყველაზე უბრალო სამოსშიც კი ახერხებენ გამოიყურებოდნენ უზადოდ, მომხიბვლელად და სექსუალურად. ტყუპ ქალს უყვარს კომფორტული და მარტივი სამოსი. ამიტომ უპირატესობას ანიჭებს მაისურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ტრიკოტაჟის სამოსს, კედებსა და ა.შ. იგი იშვიათად ხმარობს ზედმეტ კოსმეტიკას და ვარცხნილობის მხრივაც დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას აქვს ქარიზმა რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ სამოსში გამოწყობილი მამაკაცს თავბრუს ახვევს.

ლომი
ქალი ლომი ეპატაჟის დედოფალია. არ აქვს მნიშვნელობა ბუნებამ იდეალური სხეულის ფორმებითა და სახის კანით დააჯილდოვა თუ ტანმორჩილი აღნაგობა და არცთუ პროპორციული ნაკვთები არგუნა. იგი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს მონახოს საკუთარი, განუმეორებელი სტილი, რომლითაც სამომავლოდ არამხოლოდ თავად მოიწონებს საზოგადოების წინაშე თავს, არამედ მიმდევრებიც ეყოლება ამ მხრივ. ლომები გრაციოზულები, დახვეწილები და ელეგანტურები არიან. მათ უყვართ ოქროს სამკაული, თუმცა, არასოდეს შეიმჩნევა ამ მხრივ ზედმეტობა მათ ვიზუალში. ისინი ყოველთვის დოზირებულად იყენებენ ოქროს სიდიადეს. ჩალისფერი და ოქროსფერიც ლომის საყვარელი ფერია. შესაბამისად, ხშირად შეხვდებით ქალ ლომს გამოწყობილს მსგავს ტონალობებში. მათ უყვართ ძვირფასი საათების, გულსაკიდებისა და ბროშების ტარება. რომელიც არათვალშისაცემად, მაგრამ მაინც მკვეთრად უსვამს ხაზს მათ დახვეწილ გემოვნებას.

სასწორი
სასწორი ქალი ქალურობის, გლამურის და დახვეწილობის განსახიერებაა. სხვაგვარად როგორ? ამ ზოდიაქოს ხომ სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა მფარველობს. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სასწორ ქალებს სტილისა და ფერის შეგრძნება ბავშვობის ასაკიდანვე თანდაყოლილი აქვთ. მათი უმრავლესობა აღმერთებს სხვადასხვა ტიპის პატარ-პატარა აქსესუარს, ფერად მძივებს და სამაჯურებს, ბაფთებსა და მაქმანებს. ქალი სასწორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერთა გამას. ისინი იშვიათად სწყალობენ სუფთა ტონალობებს და ძირითადად პასტელური ფერების პალიტრით იმოსებიან. მათ სტილს შეგვიძლია ვუწოდოთ ერთდროულად გლამურული, პრაქტიკული და დახვეწილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ