კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 31 ივლისი - 6 აგვისტო
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 31 ივლისი -  6 აგვისტო
აგვისტოს თვე, წლევანდელი წლის დაბნელებების კორიდორს ასრულებს. თუმცა, სანამ მნიშვნელოვანი თარიღები მოვა (7 აგვისტო - მთვარის დაბნელება, 21 აგვისტო - მზის დაბნელება) სასურველია, მიმდინარე კვირა ე.წ. "პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის" გამოვიყენოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ არცთუ მარტივი, ზაფხულის ბოლო თვის გადასაგორებლად.

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ დაბნელებები ასტროლოგიურად საკმაოდ რთულ პერიოდად არის მიჩნეული. ამიტომ სასურველია, მიმდინარე კვირას მოვაგვაროთ მნიშვნელოვანი საქმეები, დავგეგმოთ გადაადგილებები და მოგზაურობა. იმიტომ რომ, უკვე მომდევნო კვირაში მთვარის დაბნელების პიკზე სასურველია ნაკლები გადაადგილება გზებზე. მით უმეტეს, არ არის მიზანშეწონილი ამ ეტაპზე ფრენები და შორ მანძილზე მოგზაურობა.

დიდი ალბათობით, დამდეგი კვირა პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური და "ხმაურიანი" იქნება. მოსალოდნელია ხმაურიანი დაპირისპირებები და სკანდალები როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო პოლიტიკის სარბიელზე. არ არის გამორიცხული აქამდე დაფარული და გასაიდუმლოებული ინფორმაციის ზედაპირზე ამოტივტივება. ურთიერთბრალდებები და ინტრიგებიც ბლომად იქნება.
მზისა და მარსის შეერთება ლომის ზოდიაქოში, კვირის დასაწყისში კონფლიქტური სიტუაციების ალბათობას გაზრდის.
თუმცა, იგივე შეერთება, ძალიან ბევრ ადამიანს (განსაკუთრებით ცეცხლის სტიქიის ნიშნებს) ხელს შეუწყობს საკუთარი მოსაზრების პრინციპულად დაცვის საქმეში და პროფესიულ აქტიურობაში.

კვირის დასაწყისშივე პლანეტა ვენერა ანცი და არაპროგნოზირებადი ტყუპის ზოდიაქოს ტოვებს და მისთვის გაცილებით უფრო ნაყოფიერ - კირჩხიბის ნიშანში ინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ადამიანებს შორის სასიყვარულო კავშირები გაცილებით უფრო ინტენსიური, ემოციური და ღრმა გახდება. არ არის გამორიცხული გაიზარდოს დაოჯახების მსურველთა რიცხვი ან უკვე არსებულმა პარტნიორულმა ურთიერთობებმა განიცადოს ბევრი წყვილის ცხოვრებაში ტრანსფორმაცია - ურთიერთობების ოფიციალურად დარეგისტრირების სახით. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს 4 აგვისტოს ვენერასა და მერკურის დადებითი ასპექტიც გაუმაგრებს ზურგს. მოკლედ, უკეთეს დროს ვერ ინატრებთ სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობების დასარეგულიირებლად.

4 აგვისტო არანაკლებ მომგებიანია მზისა და იუპიტერის ასპექტის გამო. გაადვილებული იქნება მოლაპარაკებები (განსაკუთრებით უცხოელებთან). კარგი დღეა მოკლევადიანი მოგზაურობის დასაგეგმად. ნაყოფიერი იქნება ასევე ეს დღე იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც.

5-6 აგვისტოს შუალედში მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის მიღება-გადაცემის პროცესს. მერკურისა და ნეპტუნის ნეგატიური ასპექტის გამო, გააქტიურდება ჭორების, ინტრიგებისა და კორპორატიული დაპირისპირებების ალბათობაც. სასურველია ამ დღეებში გულდასმით მოეკიდოთ დოკუმენტაციის შედგენა-გაფორმების საკითხს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ