აგვისტოს პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
აგვისტოს პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზაფხულის ბოლო და ყველაზე ცხელი თვე შედის ძალაში. თუმცა წლევანდელი აგვისტო ასტროლოგიური კუთხითაც ერთი-ერთი ყველაზე ცხელი და მოვლენებით გადატვირთული იქნება. ამიტომ მისთვის უკვე ივლისიდან უნდა მოვემზადოთ როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად.

აგვისტოში რიგით მეორე დაბნელებების კორიდორი იწყება ამ წელს. 7 აგვისტოს მთვარის, ხოლო 21 აგვისტოს მზის დაბნელებას ველით. თუმცა, შუალედში პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზაც "გაგვახარებს". დაბნელებების შესახებ ჩვენს საიტზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. თუმცა, მათთვის ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მზისა და მთვარის დაბნელება საკმაოდ რთული და ემოციურად დაძაბული პერიოდებია ასტროლოგიური კუთხით. ამიტომ თავად ეს დღეები და მათ შორის შუალედიც მაქსიმალური სიმშვიდითა და წინდახედულებით უნდა გაატაროთ. სასურველია, აგვისტოს თვე პასიურად გაატაროთ. ასევე აუცილებელია, რომ დიდი სიფრთხილითა და წინდახედულებით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მით უმეტეს, რომ ამ თვეში კარდინალური ცვლილებების ალბათობა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში იქნება მოსალოდნელი.

დაბნელების რთულ ენერგეტიკას, თავის "საწვავს" რეტროგრადული მერკურიც დაუმატებს, 13 აგვისტოდან თითქმის სექტემბრის დასაწყისამდე. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში კი არ ღირს ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. სასურველია ამ პერიოდში უკვე არსებული, შეფერხებული ან მიტოვებული პროექტების განახლება-გაცოცხლებას მიჰყოთ ხელი. ნაკლებად სახარბიელოა ასევე 13 აგვისტოს შემდგომი პერიოდი ხანგრძლივი მოგზაურობისა და საქმიანი მივლინების დასაგეგმად. არ შეიძინოთ ტექნიკა, არ წამოწყოთ რემონტი, ნუ შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეთ ახლო ნათესავების, და-ძმების, თანამშრომლების მიმართ იმიტომ რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში, ჩვენი მათთან ურთიერთობები აუცილებლად გაივლის გამოცდას.

მაგრამ ამასთან ერთად, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობების აღდგენა-განახლების შანსიც გაჩნდება. მერკურის რეტრო-ფაზა რეალურად იძლევა წარსულში ამა თუ იმ სახის ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების რეალურ საშუალებას.

ძალიან ნაყოფიერი, დინამიკური და მოვლენებით სავსე იქნება აგვისტო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ლომები, ვერძები და მშვილდოსნები რეალურად შეძლებენ ამ თვეს საკუთარი ძალების, უპირატესობისა და ნიჭიერების დემონსტრირებას. ამ ადამიანებს საშუალება მიეცემათ გამოავლინონ ლიდერული თვისებები და ბრძოლისუნარიანობა. რითაც დიდ პატივისცემას დაიმსახურებენ გარშემო მყოფთა თვალში.

რთული შეიძლება იყოს აგვისტო კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად აკონტროლონ ფინანსური სახსრები. მოერიდონ გადამეტებულ ხარჯებს. ასევე დაზოგონ ფიზიკური ძალები და არ გადაიღალონ სამსახურში.

კირჩხიბები და თევზები აგვისტოში მატერიალური მდგომარეობის რეალურად გაუმჯობესების შანსებს მიიღებენ. თუმცა, სასურველია, ეს ადამიანები ერიდონ გადამეტებულ "ვორკოჰოლიკობას" და შრომასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსის დაცვა შესძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერში მათ აუცილებლად შეაწუხებთ ჯანმრთელობა.

მერწყული არაჩვეულებრივ გამოცდილებას მიიღებს მეგობრული კავშირების დახმარებით. თუმცა, აგვისტოში მას მოუწევს გამოცდის ჩაბარება. დასჭირდება ბალანსის დაცვა რათა იპოვოს "ოქროს შუალედი" საკუთარ ინტერესებსა და კოლექტივის ინტერესებს შორის.

მატერიალურად კარგი თვე იქნება აგვისტო თხის რქისთვის. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე მეტად ბიზნესში დასაქმებულ თხის რქებს ელით წარმატება.

ტყუპი და სასწორი აგვისტოს აქტიურად გაატარებენ. ელით ბევრი მოგზაურობა და ახალი კონტაქტები. იპოვიან ახალ მფარველებსა და კეთილისმყოფელებს.

ქალწულების დიდი ნაწილი აგვისტოს ნაყოფიერად გამოიყენებს და დაისვენებს. აგვისტოს თვე ამ ადამიანებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებულ არაერთ დაუვიწყარ წუთს პირდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ