აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი
აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი
აგვისტოს თვე საკმაოდ აქტიური და დინამიკური იქნება, როგორც მოვლენების, ისე ფინანსური საკითხების კუთხით. ამიტომ სასურველია ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინოთ.

ვერძების დიდ ნაწილს აგვისტოში ფულის ხარჯვის მანია წამოუვლის. თუმცა აჯობებს, მხოლოდ აუცილებელი შენაძენით შემოიფარგლოთ, 
თუ არ გსურთ, რომ თვის ბოლოს ვალებში შეხვდეთ.

კუროს უმნიშვნელო, მაგრამ ფინანსური გაუმჯობესება აუცილებლად ელის აგვისტოში. შესაძლოა შემოსავალი დაუგეგმავიც იყოს.

ტყუპს თვის დასაწყისში შესაძლოა ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობები შეხვდეს. განსაკუთრებით დაძაბული იქნება ურთიერთობა ზემდგომებთან. გაბრაზებულ გულზე, მთელ თქვენ დანაზოგს ნუ გაანიავებთ. სიტუაცია დალაგდება და ფული ისევ დაგჭირდებათ.

კირჩხიბები აგვისტოში ზედმეტად გულჩვილი გახდებიან და შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც ვერ აცდებიან ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამო. რაც თვის ბოლოს კარგი მიზეზი იქნება მათთვის საწუწუნოდ.

ლომებს აგვისტოში საკუთარ თავთან შინაგანი კონფლიქტები ელით. ერთი მხრივ მომგებიან, მაგრამ ავანტიურისტულ ფინანსურ გარიგებაზე გაუჭირდებათ უარის თქმა, მეორე მხრივ კი შესაძლოა ეგომ შემოუტიოთ და მთელი ფული საკუთარ სიამოვნებაზე გაფლანგონ.

ქალწული აგვისტოში ახალი მეთოდით ფინანსების გამომუშავებაზე დაფიქრდება. პარალელურად კი კარგი შანსი მიეცემა გარკვეული თანხების დასაზოგად.

სასწორები ამ თვეში დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან გაინებივრონ თავი. თუმცა, საჭიროებასა და სიამოვნებას შორის სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ.

მორიელს აგვისტოს თვე გაუთვალისწინებელ ხარჯებს ჰპირდება. თუმცა შესაძლოა დაუგეგმავი იყოს როგორც შემოსავალი, ისე გასავალი. ერთი სიტყვით, აგვისტო ფულთან დაკავშირებით ექსტრიმის თვეა.

მშვილდოსანი როგორც იქნა მოახერხებს, რომ წინა თვეებში შექმნილი პრობლემატური სიტუაცია დაარეგულიროს. შესაძლოა, ბევრ მათგანს დამატებითი შემოსავლის გზებიც გაუჩნდეს.

თხის რქა აგვისტოში დიდი ხნის ნანატრ დაფასებას და აღიარებას მიიღებს პროფესიული კუთხით. გამორიცხული არ არის, რომ ამ ყველაფერს პრემიაც მოჰყვეს თან.

მერწყული აგვისტოში წვრილმანებში დახარჯავს ყველაზე დიდ თანხას და ამის გამო, ხასიათიც გვარიანად გაუფუჭდება.

ხოლო თევზები აგვისტოს თვეში აუცილებლად მიიღებს მოულოდნელ საჩუქარს, რომელიც შესაძლოა სოლიდურ თანხას შეადგენდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ