როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორი ქალი მოსწონს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ გაგიგონიათ ფრაზა: "ქალებს უყვართ ყურებით, მამაკაცებს - თვალებით" და ეს სრული ჭეშმარიტებაა. მართალია, ბევრი ქალი არანაკლებ აქცევს ყურადღებას კაცის ვიზუალს, თუმცა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის პირველადი შთაბეჭდილება, რომელზეც მას მანდილოსანი ახდენს, წარუშლელია. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს, ქალის სილამაზის საკუთარი ე.წ. "კრიტერიუმები" გააჩნია იმის მიხედვით თუ რომელი პლანეტის მმართველობაშია მისი ზოდიაქო.

მაგალითად ვერძს გარეგნულად ნაზი, თუმცა არამორიდებული გოგონები მოსწონს. არც ზედმეტად პრანჭია და მოდაზე გადაყოლილი ქალი მოეწონება.

კუროსთვის ქალის მომრგვალებული ფორმებია ყველაზე მაცდუნებელი. ამიტომ თუკი კურო მამაკაცს ეფლირტავებით, დიეტა სინდისის ქენჯნის გარეშე გადადეთ განზე.

ტყუპი მამაკაცი თინეიჯერული გარეგნობის გოგონებით იხიბლება. მისთვის მიმზიდველია ასევე ქალი სათვალეით და მკაცრი უნიფორმით.

კირჩხიბი მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც სოლიდური გარეგნობა აქვს და სასურველია, ეს უკანასკნელი დიდი მკერდითაც იწოდებდეს თავს.

ლომს დედოფლური, მკვეთრი იმიჯის მქონე გოგონები მოსწონს. მისთვის მოსაწონია ასევე ქალი, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა.

ქალწულს მოწესრიგებული, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭულობისკენ ნაკლებად მიდრეკილი გოგონა მოეწონება. მისთვის მთავარია, ქალი ჰიგიენური, მოვლილი და მშვიდი იყოს.

სასწორი იხიბლება თოჯინას ტიპის გოგონებით. რაც უფრო მეტი აქსესუარი გიკეთიათ, სასიამოვნო კოსმეტიკის სუნი აგდით და კარგი სუნამო გაქვთ შერჩეული მით უკეთესი.

მორიელს ხიბლავს ბრუტალურად სექსუალური, ცოტა დაუდევარი ჩაცმის სტილის მქონე ქალები. არ არის აუცილებელია ბევრი კოსმეტიკა, საკმარისია მკვეთრი ფერის პომადა და ღრმა დეკოლტე მის მოსახიბლად.

მშვილდისანი ბავშვური, მხიარული გოგონებით იხიბლება. შეგიძლიათ მასთან პაემანზე დახეული ჯინსით, მაისურითა და კედებითაც მიხვიდეთ.

თხის რქას სოლიდური, რესპექტაბელური იმიჯის მქონე ქალი მიიზიდავს. ოღონდ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. დაივიწყეთ მკვერთი წითელი ლაქი და პომადა.

მერწყული
აღფრთოვანებაში მოჰყავს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მქონე ქალებს. შეგიძლიათ მასთან პირველ პაემანზე საკუთარი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსითაც მიხვიდეთ.

თევზებს მოსწონს მოვლილი და დახვეწილი ქალები, ოღონდ მტკიცე ხასიათითა და კარგი მანერებით. ის აღფრთოვანდება, თუკი პაემანზე ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით მიხვალთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ