ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ბიზნესისი ნიჭი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ბიზნესისი ნიჭი
როგორ გგონიათ, ფულის კეთების ნიჭი და ალღო გარკვეული ნიჭია თუ წლების მანძილზე გამოცდილებისა და გარემოებების შედეგად გამომუშავებული უნარი? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს რამდენიმე ნიშანი რომელიც ჩანსახშივეა დაჯილდოებული დიდი ფულის კეთების უნარითა და სურვილით. დღეს ზუსტად ამ ტიპის ადამიანებზე გიამბობთ.

კირჩხიბი - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ერთი შეხედვით მორცხვ და მორიდებულ ადამიანებს ფულის საშოვნელად დიდ რისკზე შეუძლიათ წასვლა. კირჩხიბს ფული უყვარს, ამასთან ერთად იგი არც არასოდეს მალავას ამ სიყვარულს კუპიურების მიმართ. კირჩხიბი ჭკვიანი და წინდახედული ბიზნესმენია. შესაბამისად, არასოდეს გადადგამს გაუაზრებელ ნაბიჯს ფინანსური კუთხით ისე, თუ საკმარისად არ დაიზღვია თავი. ეს ხალხი ხშირად მდიდრდება კვების მრეწველობის, რესტორნების ქსელის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით.

მორიელი - დაგეშილია სხვისი ფულით გამდიდრებაზე, ამასთან ერთად ოსტატურად ახერხებს ამას. მორიელებს უყვართ ექსტრიმი და ცეცხლთან თამაში. შესაბამისად, თავს ვერ დავდებთ იმაზე, რომ მორიელის აქტივები უკლებლივ პატიოსანი შრომით მოპოვებულია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ეხერხებათ საბიუჯეტო და საერთო სახსრების ოსტატურად მართვა. ისინი ხშირად მდიდრდებიან კონტრაბანდული ბიზნესით ან ე.წ. "ფულის გათეთრებით" არიან დაკავებული. მათი დიდი ნაწილი კარგ ფულს შოულობს ექსტრიმით, დამკრძალავი ან სარიტუალო საქმიანობით, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებით.

მერწყული - შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლებად არის "ჩაციკლული" ფულზე. მერწყულის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ფულს როგორც ასეთი არასოდეს ეტანება. სამაგიეროდ, კარგად გამოსდის მისი მოზიდვა და გამომუშავება. მერწყული ხშირად მდიდრდება იდეის მეშვეობით. მან შესაძლოა არაფერი შექმნას საკუთარი ხელებით, სამაგიეროდ, მილიონებს იშონის ტვინით. ამ ხალხს უყვარს ფულის გამოყენება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ისინი იშვიათად გამოირჩებიან ძუნწობით. მაგრამ არც ვალის სათხოვნელად მოსული ხალხი ეხატებათ გულზე. მერწყულები ხშირად მდიდრდებიან კომუნიკაციის სისტემებით, ავტოიმპორტით ან ინტერნეტ-ტექნოლოგიების ხარჯზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ