ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცები არიან მიდრეკილი იცხოვრონ ქალის ხარჯზე
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცები არიან მიდრეკილი იცხოვრონ ქალის ხარჯზე
ოცდამეერთე საუკუნე დამოუკიდებელ ქალთა საუკუნეა. თუმცა, რაც არ უნდა ემანსიპირებული იყოს ქალი, ეპოქისდა მიუხედავად, მას ყოველთვის სურს და სჭირდება გვერდით ეგულებოდეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც მასზე ძლიერი, სტაბილური და მენტალურად თანასწორი მამაკაცი. მაგრამ სამწუხაროდ, ოდითგანვე არსებობდნენ "ძლიერი სქესის სუსტი წარმომადგენლები", რომელთაც არასოდეს ექმნებოდათ დისკომფორტი ქალის ხარჯზე ცხოვრების გამო... სიმართლე რომ ითქვას, ამ ფაქტში ხშირად თავად ქალებიც არანაკლებ არიან დამნაშავეები, მარტივი კანონზომიერებაა: ურთიერთობაში ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. თუმცა, მოდი, ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ თემა და გამოვარკვიოთ, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს გააჩნიათ ყველაზე მეტი მიდრეკილება ალფონსობისკენ:


ტყუპი – ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი, ხანგრძლივი ვადით არაფერზე დარდი არ ახასიათებს. მათ შორის არც ფინანსური პრობლემები უქმნის დისკომფორტს განსაკუთრებულად. მით უმეტეს, რომ თანდაყოლილი ენაწყლიანობისა და კომუნიკაბელურობის გამო იგი ფლობს მამაკაცისთვის საჭირო "კოზირს", რომელიც ქალების მოხიბვლისას პრაქტიკაში ძალიანაც გამართლებულია – ქალებს ხომ "ყურებით უყვართ", ტყუპს კი საკმარისზე მეტად აქვს ალესილი ენა საიმისოდ, რომ არაერთ არამედ ერთბაშად რამდენიმე ქალსაც დაახვიოს თავბრუ. ამიტომ პარალელური რომანები და თითოეული პარტნიორისგან "საჭირო სარგებლის" მიღება ტყუპი მამაკაცისთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ.

მშვილდოსანი – მათ შორის, როგორც წესი, ასაკოვანი და მდიდარი ქალბატონების მოყვარული ინდივიდები გვხვდებიან. მამაკაცი მშვილდოსანი საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული ნატურაა. მასთან ერთად, ნებისმიერი ქალი თავს "ერთადერთად და განუმეორებლად" იგრძნობს, მანამ სანამ კარგად არ დაძებნის პარტნიორის ცხოვრებაში თავისნაირ "ერთადერთებსა და განუმეორებლებს", რომელთა რიცხვიც მინიმუმ სამს მაინც აღემატება. შესაბამისად, ბევრი მშვილოდსანი "სარფიანად აბანდებს" საკუთარ შესაძლებლობებს და აქტიურად ირჩევს ისეთ ქალს, რომელსაც ფულთან და ძალაუფლებასთან ერთად არ გააჩნია ზედმეტი პრეტენზიები მის მიმართ.

მერწყული – კაცმა რომ თქვას, მას სექსის თემა ბიოლოგიურ დონეზე უფრო აინტერესებს ვიდრე პრაქტკიულად. თუმცა, სწორედ ამ ინტერესის გამო ხდება ზუსტად ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მრავალფეროვნების დიდოსტატია ინტიმურ ურთიერთობაში. იგი იდეალური მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა ქალისთვის. ერთადერთი, რაც მას დიდად არ ანაღვლებს ეს ფული და მისი გამომუშავების გზებია. ზოგადად ფული, არასოდესაა მერწყულისთვის თვითმიზანი ან იმიჯის განმსაზღვრელი კოეფიციენტი. შესაბამისად, მერწყული მარტივად ეგუება ქალის დომინირების საკითხს პარტნიორობაში. უფრო მეტიც, მან შესაძლოა საოჯახო საქმეებიც კი აიღოს თავის თავზე, თუკი მეუღლე/პარტნიორი აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობს და ამის ხარჯზე კარგად გამოიმუშავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ პლანეტების განლაგების მიხედვით იცვლება მოვლენები
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ