საბედისწერო ქალების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საბედისწერო ქალების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გაგიგონიათ გამოთქმა - "ქალის გამო შარში გახვეული"? რაღა შორს წავიდეთ, ძლევამოსილი ტროაც ხომ ქალის ხელით და მისი მიზეზით დაეცა? მოკლედ, დღეს იმ ქალებზე ვსაუბრობთ, ვისთან ურთიერთობაც მამაკაცების დიდი ნაწილისთვის არ არის მაინცდამაინც უხიფათო და პრობლემებისგან დაზღვეული.


ტყუპი
გახსოვთ ლეგენდარული მერილინ მონრო? მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო და მამაკაცების გულთამპყრობელი? ტყუპი გახლდათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სავსებით ამართლებდა საკუთარი ზოდიაქოს ძირითად ნიშანთვისებებს. სამი ოფიციალური მეუღლე და ათასობით გატეხილი გული მოიტოვა უკან. ზუსტად ასეთია ტყუპის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი. დღეს თუ უყვარხართ, ხვალ შესაძლოა "გადაუნდეს" თქვენთან ურთიერთობა, ხოლო ზეგ ან მაზეგ იქნებ სულაც ცოლად გამოყოლა შემოგთავაზოთ. ასე რომ, თუკი სუსტი ნერვების პატრონი ხართ და მით უმეტეს, კონკურენტების არ გეშინიათ (ტყუპ ქალს თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ახვევია გარს) გარისკეთ - რა იცით, იქნებ ამ ახირებული პეპელას ქილაში მომწყვდევა შეძლოთ?

ლომი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე თქვენი კანონიერი მეუღლეა და ეს ქორწინება რამდენიმე წელს ითვლის, მშვიდად ყოფნის მიზეზი მერწმუნეთ ნამდვილად არ გაქვთ და გეტყვით რატომ. ქალი ლომი ბუნებით დედოფალია. იგი გამუდმებით დაეძებს მამაკაცს, რომელიც თავს პრინცესად აგრძნობინეს და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადამიანი ზუსტად ისეთ ცხოვრებას იმსახურებს, როგორიც თვლის, რომ შეეფერება. მას კი მინუმუმ პრინცესას როლი, მაქსიმუმ დედოფლობაზე აქვს პრეტენზია, დიახ! კარგად თუ დაძებნით და გამოიძიებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ იმასაც, რომ თქვენი ლომი ძველი თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილ საჩუქრებსა და წერილებს ვერაფრის დიდებით შეელია. ეს იმიტომ, რომ მას ღრმად სწამს საკუთარი უნიკალურობის და თუკი თქვენზე გააკეთა ამ "მის უნიკალურობამ" არჩევანი დააფასეთ აუცილებლად!

მორიელი
ერთი შეხედვით მშვიდი და სიტყვაძუნწი ქალი ჩანს? ჰმ, დიახ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საიმისოდ, რომ მორიელი ქალი ასე თუ ისე "გაიცნოთ", მასთან რამდენიმე პაემანი კი არა ათი ფუთი მარილის ჭამა მოგიხდებათ. თუმცა, არც ამ პროცედურების შემდეგ უნდა იყოთ დარწმუნებული მასში ბოლომდე. ქალი მორიელი გარეგნულად ცივი, შინაგანად კი საშინლად ვნებიანი, ემოციური ნატურაა. თუ ისე მოხდა, რომ თავი შეაყვარეთ და შემდეგ მასთან რაიმე შეგეშალათ, იცოდეთ, უპრობლემოდ და უდანაკარგოდ ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებით. თუმცა, მისგან იაფფასიან შურისძიებას კი ნუ დაელოდებით, მოემზადეთ რამე უფრო დიდი და მასიურის დასახვედრად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ