ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის ცდუნება შეიძლება მარტივად
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის ცდუნება შეიძლება მარტივად
ზოგიერთი ადამიანი მარტივად იწყებს ურთიერთობას, ზოგს კი ძალიან დიდი დრო და აწონ-დაწონა სჭირდება საიმისოდ, რომ ვინმე პოტენციურ პარტნიორად აღიქვას. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ზოდიაქოს ნიშნების გარკვეული კატეგორია რომელიც შეგიძლია მარტივად აცდუნოთ და წამოიყვანოთ თუნდაც მოკლევადიან ფლირტზე.

ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ამიტომ მათთვის კომუნიკაცია და ურთიერთობების გაბმა მარტივზე მარტივი საქმეა. ტყუპს უყვარს საუბარი და აზრების გაცვლა-გამოცვლა. შესაბამისად მისთვის თავის მოწონება ძალზე ადვილია. მთავარია იყოთ ენაწყლიანი მოსაუბრე, საინტერესო და აქტიური. მზად იყოთ ცვლილებებისთვის და ტყუპის მსგავსად არ მოგწონდეთ ერთფეროვნება.

სასწორი - პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორს მართავს განაპირობებს იმას, რომ სასწორები მუდმივად ფოკუსირებული არიან პარტნიორის პოვნაზე, თუნდაც ეს ურთიერთობა მოკლევადიანი იყოს. სასწორს უყვარს ფლირტი და ამას არც მალავს. მისი მომხიბვლელი ღიმილი და გალანტურობა ბევრს ახვევს თავბრუს. თუმცა ამ ადამიანს მსუბუქი და ჰარმონიული ურთიერთობა ხიბლავს. ფლირტზე ადვილად მოდის, თუმცა, თუკი სიტუაცია დაიძაბა ან პარტნიორი ცდილობს ურთიერთობა საწყის ეტაპზევე პასუხისმგებლობებით დახუნძლოს, უკამოუხედავად გაეცლება მას დროის უმოკლეს მონაკვეთში.

მშვილდოსანი - თავგადასვლების მოყვარული და იდეალისტი მშვილდოსანი, ახალი შეგრძნებების და ურთიერთობების ძიებას მაშინაც კი არ წყვეტს ბოლომდე, როცა წყვილში ან ოფიციალურ ურთიერთობაში იმყოფება. შესაბამისად, ფლირტის გაბმის მაცდურ წინადადებას იგი ყოველთვის სიამოვნებით ხვდება და აზარტულად ებმება სასიყვარულო თამაშში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ოპტიმისტები და პესიმისტები
დამოკიდებულება სამყაროს და მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია.
რა არის საუკეთესო კომპლიმენტი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის
ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "აქილევსის ქუსლი"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს
გაგიგონოათ ალბათ - "ამბიციური", "პრინციპული". ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
როგორი იქნება თქვენი სიბერე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ფსიქოტიპებად არიან დაყოფილი, ამიტომ თითოეულ მათგანს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნია წლების მატებასთან და სიბერესთან ზოგადად.
რა სურთ ქალებს სექსში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
ასევე დაგაინტერესებთ