სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი
სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას როდი გააჩნია ამქვეყნად თავდაჯერებულობა და ამის მეშვეობით სხვების დარწმუნებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნიჭი. როგორც ცნობილი მწვრთნელი ფილიპ ზიმბარდო განმარტავს - "სხვებზე ძალაუფლება, არ ნიშნავს ფულის, ფიზიკური ძალის ან სხვა პრეროგატივების ფლობას. ეს მარტოოდენ ძლიერი თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის შედეგია".

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სხვებით მანიპულირების ნიჭითაა დაჯილდოებული დაბადებიდან. აქედან გამომდინარე მათ როგორც წესი, არც არასოდეს უჭირთ სოციუმის სათავისოდ განწყობა.

ლომი - ეს ადამიანები ლიდერობისთვის იბადებიან. მათ უმრავლესობას ბავშვობის ასაკიდან სჯერა საკუთარი უნიკალურობის, შესაბამისად, კარგად ახერხებს სხვების დარწმუნებას თავის უპირატესობაში. ლომები ნიჭიერი, დიდსულოვანი და ამაყი ხალხია. მათთვის საკუთარი იმიჯი საზოგადოებაში გამუდმებული ზრუნვისა და ფიქრის საგანია. ისინი ხშირად თავიანთ პირად გრძნობებსაც კი დებენ სასწორზე, თუ საქმე საზოგადო იმიჯის შელახვის რისკს შეეხება. ლომებს უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ამიტომ ხშირად ირჩევენ ფსიქოლოგის და პოლიტიკოსის პროფესიას.

მორიელი - ერთ-ერთი უძლიერესი ინტუიციური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ნიშანია, ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. მორიელს კარგი ინტუიციის გარდა, კოსმოსმა სიფრთხილე, წინდახედულება, კარგი ადაპტაციის ნიჭი და გამჭრიახობაც უბოძა. ამასთან ერთად, ამ ხალხს იშვიათად ეშლება სხვა ადამიანების ცნობა და ყოველთვის უშეცდომოდ გრძნობენ, ვისგან რას უნდა ელოდონ. მორიელი კულისებსმიღმა მოთამაშეა, იგი შესანიშნავად ფლობს "ცივი ომის" ხელოვნებას, ამიტომ საკმაოდ კარგად ახერხებს სხვები შეუმჩნევლად მართოს.

მერწყული - ალტრუისტი, ჰუმანური და კაცთმოყვარე ნიშანია. მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი - შეუძლია დაინახოს მომავალი. ამიტომ იგი ხშირად უშეცდომოდ ხვდება სხვების საქციელის განვითარების მოტივებს. თუმცა იშვიათადაა მტრულად განწყობილი ვინმეს მიმართ. მერწყულს აქვს უნარი, ნებისმიერთან დაიჭიროს თავი ისე, როგორც თანასწორთან. ამიტომ იგი ფსიქოლოგიურ უნარებთან ერთად, გარშემო მყოფებზე ძალაუფლებას ზუსტად ამ ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულებით იძენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ პლანეტების განლაგების მიხედვით იცვლება მოვლენები
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს ადამიანის
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ