როგორი დედები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალები
როგორი დედები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალები
ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, სხვადასხვანაირად აღიქვამენ დედობის მოვალეობას და შესაბამისად, შვილებთან აღზრდის მეთოდები და დამოკიდებულებაც ყველა მათგანს ინდივიდუალური გააჩნია. რომელი მიდგომაა უფრო სწორი და გამართლებული ეს სხვა სახკითხია. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ყველა ქალს სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს დედობასთან.

ვერძი - აქტიური დედაა, თუმცა შვილებს ზედმეტი ზრუნვით იშვიათად ანებივრებს. ის ყოველთვის ცდილობს ბავშვების გაჩენა-გაზრდასთან ერთად, პროფესიულ სფეროშიც არ ჩამორჩეს მოვლენებს. მისთვის მთავარია შვილები დამოუკიდებლები გაიზარდონ.

კურო - ყურადღებიანი და საკმაოდ მკაცრი დედაა. არ მოსწონს ზედმეტი სიცელქე. ბავშვებს ყოველთვის უზრუნველყოფს მატერიალურად. თუმცა არასოდეს ანებივრებს მათ ამ მხრივ. შვილებისგან დისციპლინას ითხოვს.

ტყუპი
- მხიარული და ცვალებადი დედაა. შვილებს თამაშ-თამაშით ზრდის, მათთან ერთად თავადაც სიამოვნებით ერთობა მულფილმებით და საბავშვო გასართობებით. ნაკლებად აჩვევს შვილებს დისციპლინას.

კირჩხიბი - შვილებზე გადამკვდარი და თავდადებული დედაა. შეუძლია ბავშვების გაჩენის შემდეგ საკუთარი თავი მთლიანად შვილებსა და მათ მომავალზე ზრუნვას მიუძღვნას. დიდ ასაკშიც კი "კრუხივით" არის გადაფოფრილი საკუთარ ნაშიერზე, რაც ხშირად იწვევს უკმაყოფილებას მათი მხრიდან.

ლომი - ბავშვებისთვის ავტორიტეტის მქონე დედაა. იშვიათად ამბობს უარს შვილის გამო კარიერაზე. ყოველთვის უყვარს მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ამიტომ კარგ მაგალითს აძლევს პატარებს საიმისოდ, როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.

ქალწული - საოცრად მზრუნველი, ყურადღებიანი და კარგი დედაა. თუმცა, საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი შვილების მიმართ და გამუდმებით აძლევს მათ შენიშვნებს ყველა მიმართულებით. ის ძალიან დაკვირვებულია, ამიტომ არასოდეს გამოეპარება შვილების ცხოვრებაში არსებული პრობლემები ან წარმატება.

სასწორი - რბილი, მოსიყვარულე დედაა. მას მოსწონს საოჯახო საქმეების პარალელურად პროფესიული საქმიანობაც. ამასთან ერთად, ყოველთვის გამოიყურება არაჩვეულებრივად - თუნდაც დიასახლისის პროფესიას არ სცდებოდეს მისი საქმიანობა. ბავშვები ენდობიან მას, ხშირად მიმართავენ რჩევისთვის.

მორიელი - მკაცრი, საკმაოდ დესპოტური, თუმცა უსაზღვროდ ყურადღებიანი და სამართლიანი დედაა. მას არასოდეს გამოეპარება საკუთარი შვილის ნიჭიერება და მაქსიმუმს გააკეთებს საიმისოდ, რომ პატარას სწორი განვითარების საშუალება მისცეს.

მშვილდოსანი - თავქარიანი, მხიარული და არასტანდარტული დედაა. ბავშვებთან მეგობრობს უპირველეს ყოვლისა. არასოდეს სჯის ან აიძულებს ამ უკანასკნელთ, რომ მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით იცხოვრონ, იმიტომ რომ, თავად არ უყვარს შეზღუდვები. ბავშვებს აუცილებლად შეაყვარებს ცხოველებს და ხეტიალს.

თხის რქა - მკაცრი, ყურადღებიანი, ოღონდ ემოციურად ცივი დედაა. ბავშვებთან სიყვარულს ენის მოჩლექით არასოდეს გამოხატავს. სამაგიეროდ, ძალიან ზრუნავს მათ განათლებასა და განვითარებაზე. აიძულებს შვილებს, რომ დისციპლინირებულები და შრომისმოყვარეები გაიზარდონ.

მეწყული - მეგობრული, არაორდინარული დედაა. მოსწონს კრეატიული მიდგომა აღზრდის საკითხებში. შესაბამისად, შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას ანიჭებს და არასოდეს ერევა მათ არჩევანში დაწყებული პატარა ასაკიდან. იგი თავისი შვილებისთვის საუკეთესო მეგობარი და თანამოზარეა.

თევზები - თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. მას საკუთარი შვილებისთვის თავის გაწირვაც შეუძლია. განსაკუთრებული თანადგომით ეკიდება ისეთ ბავშვს, რომელსაც ნაკლები ნიჭი, ჯანმრთელობის პრობლემები ან სხვა სირთულე გააჩნია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ