რა სახის სპორტული დატვირთვა გესაჭიროებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა სახის სპორტული დატვირთვა გესაჭიროებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასაკის მატებასთან ერთად, ძალიან ბევრი ადამიანი დგება დილემის წინაშე - როგორ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად და როგორ მოიცილოს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა მავნე ფაქტორების გავლენით დაგროვილი კილოგრამები. ის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ნაკლებად უჩივის მსგავსი ტიპის პრობლემებს. თუმცა, ადამიანების დიდ ნაწილს, მაინც გააჩნია ზედმეტი წონის პრობლემა, რის გამოც ისინი სხვადასხვა ტიპის სპორტის სახეობას, ვარჯიშს და ფიტნესს მიმართავენ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ ნიშანს, ფიზიკური დატვირთვის კონკრეტული სახეობა შეეფერება:

ვერძისთვის იდეალურია: ველოსპორტი, ჩოგბურთი და სირბილი დილაობით.

კუროს ასტროლოგები ფიზიკური დატვირთვის ეტაპობრივად გაზრდას ურჩევენ. კარგია ძუნძულით სირბილი, ფარიკაობა.

ტყუპი მოქნილი და მოძრავია, მას მოსწონს ჯგუფური ან წყვილში დატვირთვის აუცილებლობის მქონე სპორტის სახეობები. კარგია ბადმინტონის თამაში, ფრენბურთი.

კირჩხიბისთვის ასტროლოგებს მისაღებად ნებისმიერი სპორტის სახეობა მიაჩნიათ, რომელიც წყალთანაა კავშირში. იდეალურია პლაჟს ფეხბურთი, ზღვის პირას სირბილი და რაც ყველაზე მთავარია, დილაობით მედიტაცია დღის ენერგიულად გასატარებლად.

ლომისთვის საკუთარ სხეულს და გარეგნულ მომხიბვლელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასტროლოგები ურჩევენ ლომებს დაკავდნენ კიკბოქსინგით, ბოდიბილდინგით ან სხვა მსგავსი ტიპის სპორტული სახეობით, რათა სხეული იდეალურ ფორმაში ჰქონდეთ და ჭეშმარიტად "მეფურად" გამოიყურებოდნენ.

ქალწულები თავგადაკლულად ზრუნავენ საკუთარი სხეულის ფიზიკურ სიჯანსაღეზე. მათთვის იდეალურია სუნთქვითი ვარჯიშები, სირბილი, ბატუტზე ხტომა.

სასწორი დახვეწილი და კომფორტის მოყვარული ნიშანია, თუმცა ხშირად სუქდება ტკბილეულის სიყვარულის გამო. მისთვის კარგია გოლფის თამაში, ჩოგბურთი და ფრენბურთი.

მორიელი ბუნებით ექსტრემალია, ამიტომ სპორტული დატვირთვაც ამ კუთხით უნდა შეარჩიოს, მისთვის იდეალურია კლდეზე ცოცვა, სირბილი რთული მარშრუტით, მოტორბოლა.

მშვილდოსანი აქტიური და მოძრავია, მოსწონს ხეტიალი და გადაადგილება. ამიტომ სპორტის საყვარელი სახეობა მისთვის შეიძლება იყოს ცხენით ჯირითი, ავტორალი, ფეხბურთი.

თხის რქას ძვლოვან სისტემაზე ზრუნვა ესაჭიროება. უნდა დაკავდეს სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ნაკლებ ტრავმულობას ითვალისწინებს. ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, ივარჯიშოს ინდივიდუალურად პირადი მწვრთნელის დახმარებით.

მერწყული გონებრივად აქტიური, ფიზიკურად კი ძალზე პასიური ნიშანია. მისთვის აზარტული იქნება უძველესი ორთაბროლის მეთოდების შესწავლა, ტრენაჟორები, რომლითაც კოსმონავტები გადიან ფიზიკური მომზადების კურსს.

თევზები წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ მისთვის იდეალურია სერფინგი, წყალბურთი ან უბრალო, აუზში სიმაღლიდან ხტომა. მათ არანაკლებ მოსწონთ იოგა და სხვადასხვა ტიპის ვარჯიში, რომელიც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გულისხმობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ