ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ბიზნესის კეთების ნიჭი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ბიზნესის კეთების ნიჭი
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ამიტომ ზოგს თუ მაგალითად კულინარიის ნიჭი აქვს, ვიღაც შესაძლოა კომერციული შესაძლებლობებით დააჯილდოვა კოსმოსმა. ასტროლოგები ძალზე ხშირად მუშაობენ ფინანსურ გათვლებზე სპეციალურად ბიზნესმენებისთვის. იმიტომ რომ აუცილებელია განისაზღვროს ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის პირადი რუკის მიხედვით ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის მომგებიანი წლები თუ პერიოდები. თუმცა, გარდა ამისა, აუცილებელია, იმის ცოდნაც რამდენად შეესაბამება კონკრეტულ პიროვნებას თავად ბიზნესის სფერო სამოღვაწეოდ. ასტროლოგები ამ მხრივ სამ ძირითად ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ:

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ტყუპის ზოდიაქოს მართავს, უძველესი მითოლოგიის მიხედვით ვაჭრობისა და კომერციის ღმერთთან - ჰერმესთან იყო გაიგივებული. ამიტომ მერკურიანელებს (ტყუპსა და ქალწულებს) თანდაყოლილი აქვთ კომერციის, ყიდვა-გაყიდვისა და რეკლამირების ნიჭი. ტყუპის ზოდიაქო ფულთან მიმართებაში სიძუნწით არ გამოირჩევა, თუმცა, ვერც ზედმეტად ხელგაშლილს დავარქმევთ ამ ხალხს. სამაგიეროდ, საკუთარი ენითა და დამაჯერებლად საუბრის მანერით ბიზნესპარტნიორების და კარგი დამფინანსებლების მოძიება ეხერხებათ. მათთვის ფინანსურად მომგებიანია საგამომცემლო საქმე.

ქალწული
- მსოფლიო მილიარდელთა სიაში ამაოდ როდი იკავებს საპატიო ადგილს ზუსტად ეს ზოდიაქო. ქალწულს გამჭრიახი გონება და გასაოცარი შრომისუნარიანობა გააჩნია. ამიტომ იგი მზადაა იმუშაოს ფინანსური წარმატების მისაღწევად 24 საათი და კვირაში სრული 7 დღე. მას უმცირეს დეტალებში შეუძლია ნებისმიერი საქმის გათვლა და მოგების დაანგარიშება. საუკეთესო სფერო ბიზნესისთვის ქალწულის შემთხვევაში არის ფარმაცევტული ბიზნესი, სამედიცინო სფერო, საბანკო-საბიუჯეტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

მორიელი
- ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი გააჩნიათ, სხვისი ფულის როგორც საკუთარის მართვის. მორიელები ხშირად მდიდრდებიან საეჭვო გზით, იღებენ მემკვიდრეობას ან დაკავებული არიან არალეგალური, კონტრაბანდული ბიზნესით. ყველაფერ ამას მათთვის დამახასიათებელი ექსტრიმის სიყვარულიც განაპირობებს. ისეთი საქმიანობა, რომელიც რაიმე ტიპის ხიფათთან არ არის კავშირში მორიელისთვის აბსოლუტურად მოსაწყენია. საკმაოდ სოლიდურ კაპიტალს აგროვებენ მორიელები აზარტული თამაშების ბიზნესში, ასევე საბროკერო და სადაზღვევო საქმიანობის მეშვეობით. კარგია მათთვის აგრეთვე სალომბარდო ქსელის ქონა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ