კვირის რომელ დღეს რა საქმე უნდა წამოიწყოთ და რას უნდა აარიდოთ თავი - დაგეგმეთ მთელი კვირა ასტროლოგიურად
კვირის რომელ დღეს რა საქმე უნდა წამოიწყოთ და რას უნდა აარიდოთ თავი - დაგეგმეთ მთელი კვირა ასტროლოგიურად
ნათქვამია, რომ: "ორშაბათი, მძიმე დღეა" და არის ამ ფრაზაში რეალურად ჭეშმარიტების მარცვალი. იქნებ ეს ყველაფერი რთული ადაპტაციის ბრალია, მხიარული ვიქენდების შემდეგ ხომ ბევრ ჩვენგანს უძნელდება მოსაწყენ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება. თუმცა, თუკი თქვენ გონივრულად გეგმავთ კვირას, ითვალისწინებთ სამყაროს კანონებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ, მერწმუნეთ, ნებისმიერი ყველაზე რთული ორშაბათიც კი ვერ გააფუჭებს თქვენს განწყობას...
ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები საიმისოდ როგორ დაგეგმოთ კვირის მანძილზე თქვენი საქმეები.


1. არასოდეს წამოიწყოთ, არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე შაბათს ან სამშაბათს. შაბათი სატურნის დღეა, ამიტომ ამ დღეს დაწყებული ბიზნესი ან საქმიანი ურთიერთობა ხშირად ხდება დავისა და გაურკვევლობის საგანი. ხოლო სამშაბათი, რომელსაც პლანეტა მარსი განაგებს ასევე სავსეა კონფლიქტების ალბათობით და დაუფიქრებელი, იმპულსური საქციელისკენ მიდრეკილებას აძლიერებს ჩვენში.

2. სავსემთვარეობისას დღე პასიურად გაატარეთ. ამ დღეს უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკა აქტიურდება, რომელიც ხშირად ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე (განსაკუთრებით ქალებზე). არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

3. მნიშვნელოვანი საქმეები ზრდადი (ვსებადი) მთვარის ფაზებზე დაიწყეთ. მათ შორის დიეტაც, ვარჯიშიც, მავნე ჩვევებთან ბრძოლაც. სასურველია ამ დღეს წამოიწყოთ ფინანსური გარიგეგები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ა.შ.

4. საუკეთესო პერიოდი წელიწადის მანძილზე მნიშვნელოვანი წამოწყებების, გარიგებების დასადებად არის პერიოდი, როცა მზე და მთვარე ეგზალტაციაში იმყოფება. ეს ხდება დაახლოებით შუა გაზაფხულზე - მაშინ როცა მზე ვერძის, მთვარე კი კუროს ზოდიაქოს საწყის გრადუსებს გადის.

5. ხანგრძლივი, საქმიანი მოგზაურობა თუ უნდა დაგეგმოთ, სასურველია, იგი პარასკევ დღეს საიწყოთ. ხოლო მოკლევადიანი მივლინების დასაგეგმად იდეალურია ორშაბათი.

6. განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი საიმისოდ, რომ დღე ენერგიულად და პოზიტიურად დაიწყოთ არის დრო მზის ამოსვლამდე დაახლოებით 48 წუთით ადრე. ადექით სისხამზე, მოასწარით ამ პერიოდში ვარჯიში, წახემსება... იფიქრეთ ცხოვრებაზე, დაგეგმეთ დღე. მერწმუნეთ, ყველაფერი აგისრულდებათ.

7. ნებისმიერი თვის შუალედი, როცა მზე ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში გადაინაცვლებს ნეგატიურ პერიოდად ითვლება. ამიტომ ასეთ დღეებში, ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. ნუ წამოიწყებთ ურთიერთობის გარკვევას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ