კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 4-10 სექტემბერი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  4-10 სექტემბერი
კვირის პოზიტიური დასაწყისი იმაში მდგომარეობას, რომ ჯერ ერთი დაბნელებების გავლენა უკან მოვიტოვეთ და მეორე - მერკური რეტროგრადული მოძრაობიდან, კვლავ დირექტულ ფაზაში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში როგორც იქნა კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების უნარი გამარტივდება. ასე რომ, თამამად შეუდექით ამ კვირის დასაწყისიდან ახალი პროექტების წამოწყებას, დაგეგმეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, წადით სასკოლო შოპინგზე ან უბრალოდ სწავლა დაიწყეთ რამის. მერკური ამ კვირის ბოლომდე ჯერ კიდევ ლომის ზოდიაქოში განაგრძობს მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი პერიოდია თვითპრეზენტაციისა და "თვითპიარისთვის". კარგია ასევე შემოქმედებითი აქტივობა. უმართლებთ ხელოვანებსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში.

5 სექტემბერს პლანეტა მარსი მდებარეობას შეიცვლის და ლომის ზოდიაქოს ნიშნიდან, ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში ასე მომრავლებული ხანძრების "ეპიდემიას" მოეღება ბოლო. თუმცა, შესაძლოა მარსის ინგრესიამ ქალწულის ნიშანში, უკვე რეალური ეპიდემიების ბუმი მოიტანოს, ამიტომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე ახლობელი ადამიანებისა და ბავშვების ჯანმრთელობას.

მარსი ქალწულში, ადამიანებს გაცილებით უფრო რაციონალური ქმედებებისკენ უბიძგებს. ამ ტრანზიტის დროს გაცილებით უფრო მომგებიანია წინასწარ გათვალოთ ნაბიჯები და იმოქმედოთ ცივი გონებით უფრო ვიდრე ემოციების კარნახით.

6 სექტემბერს სავსემთვარეობას ველით თევზების ზოდიაქოს ნიშანში. შესაბამისად, ამ დღეს მადისა და ემოციების მაქსიმალური კონტროლი გვმართებს. თევზების ნიშანი თავის მხრივ ილუზიებთან და საკუთარი თავის/სხვების მოტყუების ტენდენციასთან ასოცირდება. შესაბამისად, ამ დღეს ისე როგორც არასდროს მოგეთხოვებათ ცხოვრებას ფხიზელი თვალით უყუროთ და გადაწყვეტილებები მარტოოდენ გონების კარნახით, კარგად გააზრების შემდეგ მიიღოთ ხოლმე. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სავსემთვარეობა ოდითგანვე დაკავშირებული იყო სურვილების ასრულებასთან. თევზები კი ყველაზე მეოცნებე ნიშანია, რომელსაც დაუსრულებლად სწამს ჯადოქრობისა და ზღაპრის. შესაბამისად, ამ დღეს მაქსიმალურად მობილიზდით საკუთარი ოცნებების ასრულებაზე. ინატრეთ, მეორგეთ საკუთარ სურვილებს და გწამდეთ, ეს სურვილები სამომავლოდ აუცილებლად აგისრულდებათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ