ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასოდეს ნებდებიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც არასოდეს ნებდებიან
ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა სირთულეების წინაშე ბრძოლის დაწყება. თუმცა, ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც საოცრად ინერტული ან მხდალი ხდება თავსდატეხილი უბედობისას. ამგვარ ადამიანებს მშიშარასაც ვერ ვუწოდებთ, უფრო შედარებით დაბალი ადაპტაციის უნარი და ნაკლები ოპტიმიზმია მათი პრობლემა. დღეს გვინდა მათ საპირისპირო თვისებებზე ვისაუბროთ და ზოდიაქოს იმ ნიშნებზე მოგიყვეთ, ვისზე დაკვირვებაც ყოველთვის მოგცემთ სტიმულს ცხოვრებაში ბრძოლის დასაწყებად.

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები ხშირად ქარის წისქვილებთან მეომარ დონ კიხოტსაც ადარებენ. ვერძის ნიშანზე დაბადებულს გასაოცარი ბრძოლისუნარიანობა გააჩნია. ეს ხალხი არასოდეს კარგავს იმედს და შემართებას, მაშინაც კი, როცა გარშემო ყველა თვლის, რომ საჭიროა მისი მხრიდან მარცხის აღიარება. რაღაც გასაოცარი ჯადოქრობით თუ ბედის წყალობით, ვერძები ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ახერხებენ თავის დაღწევას და რაც ყველაზე მთავარია, გამეორებით უფრო უარეს ხათაბალაში ახერხებენ თავის ამოყოფას მომავალ გამარჯვებამდე.

მორიელი - გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობის, სიჯიუტის, პრინციპულობისა და კარგი ინტუიციის წყალობით, მორიელებს ბეწვის ხიდზე სიარულის საოცარი ნიჭი აქვთ. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სიამოვნებას პოულობს ზოგადად როცა სიკვდილს და საფრთხეს ეთამაშება, ამიტომ რთული სიტუაციების გამომწვევი ხშირდ შემთხვევაში მორიელი თავადაა საკუთარ ცხოვრებაში. თუმცა იგი ყოველთვის ახერხებს ჩიხური სიტუაციიდან თავის დაღწევას, გამჭრიახობის და მებრძოლი სულის გამო.

მშვილდოსანი - საოცრად ოპტიმისტი, ლაღი, მუდამ პოზიტივის მომლოდინე ინდივიდია. მშვილდოსნებს ბავშვივით სჯერათ ზღაპრებისა და სიკეთის. მათი უმეტესობა დაუდევრობით, ხიფათიანობით, მაგრამ საოცარი ქუდბედიანობით გამოირჩევა. იდეალისტის ბუნების გამო, კი ისინი მზადა არიან საკუთარ ოცნებებს ქვეყნის დასალიერამდე სდიონ ხშირად. სანდო და უღალატო მეგობრის თვისება, კი მათ ხშირად შველით გასაჭირში იმიტომ რომ, როგორც წესი, უამრავი კეთილისმყოფელი და დამხმარე ჰყავთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ