ის რასაც ზრდილობიანობის ნიღბის ქვეშ ვმალავთ ანუ რა აღიზიანებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაზე მეტად
ის რასაც ზრდილობიანობის ნიღბის ქვეშ ვმალავთ ანუ რა აღიზიანებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაზე მეტად
ნებისმიერი ადამიანი, პირველ რიგში ინდივიდია და გააჩნია ხასიათის კონკრეტული თვისებები, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია, რას ვერ იტანენ ადამიანები ყველაზე მეტად. შესაბამისად, თუკი ამ სტატიას გადახედავთ გეცოდინებათ, სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის გულის მოსაგებად...

ვერძს ძალიან უყვარს, როცა ფულის ხარჯვა ხელგაშლილად შეუძლია. აღიზიანებს ეკონომიის გაწევა. ვერ იტანს ზოზინა და ყოყმანის მოყვარულ ადამიანებს.

კუროს მოსწონს, რომ სხვებზე უკეთესია სულ ცოტათი. ცოტათი უფრო მდიდარია, ცოტათი უფრო გამხდარია და ა.შ. ვერ იტანს უტაქტობას და თავის მობეზრებას.

ტყუპს უყვარს, როცა ყველა დღე სხვადასხვაგვარია. მოსწონს მრავალფეროვნება. ვერ იტანს საკუთარი პირადი სივრცის შეზღუდვასა და იუმორის არმქონე ადამიანებს.

კირჩხიბი ბედნიერია, როცა ოჯახში ყველა მშვიდად და კმაყოფილად გრძნობს თავს. ვერ იტანს უხეშ და ფიცხ ადამიანებს. არ უყვარს მოჩვენებითი იმიჯი.

ლომს უყვარს, როცა სხვებზე მაღლა დგას, უფრო წარმატებული, ბედნიერი ან მდიდარია. ვერ იტანს, როცა საკუთარ შეცდომებზე თუნდაც, სამართლიანად უთითითებენ, ეზიზღება მეწვრილმანე და ჭორიკანა ხალხი.

ქალწული ბედნიერია, თუკი მისი ესმით და სჯერათ. ვერ იტანს უპასუხისმგებლობას: მისი დევიზია: "გააკეთე კარგად, ან ნუ გააკეთებ საერთოდ".

სასწორი აღმერთებს სილამაზესა და კომფორტულ გარემოში ცხოვრებას. ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს მის გამოყენებას, არ უყვარს გულგრილი და უხეში ხალხი.

მორიელი გიჟდება, როცა ცხოვრებაში პოულობს ახალ-ახალ გამოწვევას. როცა შესაძლებლობა აქვს ვინმე დაამარცხოს. ვერ იტანს ორსახოვან და ორპირ ადამიანებს. ან ისეთ ხალხს სიმართლეზე რომ ბრაზობენ.

მშვილდოსანი აღმერთებს თავგადასავლებს და მერე ამ თავგადასავლების მოყოლას საზოგადოებაში. ვერ იტანს ქვეშ-ქვეშა ხალხს, ასევე არ შეუძლია "კუთხეში ჯდომა" და საზოგადოებაში მეორეხარისხოვანი როლის ატანა.

თხის რქა გიჟდება მიღწევებზე. მოსწონს სირთულეების გადალახვა და პუნქტების მიხედვით ყველა ოცნების ასრულება. ვერ იტანს ხალხს, რომელიც არ ცდილობს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ეზიზღება უსაქმურები.

მერწყული ბედნიერია, თუკი შეუძლია არავის წინაშე არ იყოს პასუხისმგებელი. თუკი არსად არ აგვიანდება. ვერ იტანს იძულებას, დიქტატორულ და არატოლერანტულ ადამიანებს.

თევზები აღმერთებს სხვებზე ზრუნვის აუცილებლობას. მოსწონს, როცა მისი სითბო და სიყვარული ვინმეზე იხარჯება. ვერ იტანს ზედმეტად მომთხოვნ ადამიანებს. ასევე არ უყვარს იძულება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ