რას ნიშნავს თქვენთვის ჩაცმა-დახურვა - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რას ნიშნავს თქვენთვის ჩაცმა-დახურვა - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული მიმართულება, რომელიც მოდის ტენდენციებისა და ადამიანთა ხასიათის კავშირს იკვლევს. ე.წ. "ფეშენ ასტროლოგები" საკმაოდ აქტიურ დაკვირვებას აწარმოებენ იმაზე, თუ როგორ აისახება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის იმიჯსა და გარეგნობაზე მათი ზოდიაქოს მმართველი პლანეტის გავლენა. კვლევის შედეგბი ძალზე საინტერესო და ყურადსაღებია.

ასე მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ვიზუალურ იმიჯსა და "ჩაცმა-დახურვის" თემაზე განსაკუთრებით გაგიჟებულთა რიცხვში შედიან სასწორის, ქალწულის, თხის რქის, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. სასწორებს ზოგადად სილამაზე და ფერადოვნება უყვართ, ქალწულებს მოწესრიგებულობა და პეწი, ხოლო თხის რქა და კურო ბრენდებზე და ძვირად ღირებულ აქსესუარებზე გიჟდებიან. შესაბამისად, არც ფული არ ენანებათ სამოსსა და თავის მოვლაზე.

ძალიან საინტერესო და სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი გარეგნული იმიჯის მიმართ მერწყულისა და ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. როგორც გაირკვა ვერძები ექსპერიმენტატორები არიან, უყვართ მოდის სიახლეების საკუთარ თავზე გამოცდა-დემონსტრირება, ხოლო მერწყულებს ზოგადად ახასიათებთ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი და ცდილობენ გარშემო მყოფებისგან არამხოლოდ ხასიათითა და ცხოვრების წესით, გარეგნული იმიჯითაც გამოერჩნენ. შესაბამისად, ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარ გარეგნობაზე. რაც არა მხოლოდ ჩაცმა-დახურვაში, ვარცხნილობასა და ტატუირებაშიც ვლინდება.

ნაკლებად აინტერესებთ ჩაცმა-დახურვის საკითხი მშვილდოსნებს, ტყუპს, მორიელებს, თევზებსა და კირჩხიბებს. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებული ხალხი, როგორც წესი, სულ სხვა ცხოვრებისეული პრიორიტეტებით ინტერესდება. ამიტომ გარეგნობაზე, სასმოსსა და აქსესუარებზე ზედმეტი დროისა და ფინანსების დახარჯვა მათ არ მიაჩნიათ გამართლებულად. ისინი ეძებენ კომფორტულ და იაფ სამოსს, ასევე ირჩევენ პრაქტიკულ ვარცხნილობას. განსაკუთრებით ეხებათ ეს მშვილდოსნებს, ტყუპს, მორიელებს. ამ ხალხისთვის კომფორტი უმთავრესი მოთხოვნაა, როცა საქმე სამოსს ეხება. კირჩხიბები და თევზები განწყობის მიხედვით იმოსებიან. თუმცა, თუკი ცხოვრებისეული სიტუაცია მათგან სხვა საკითხებზე კონცენტრაციას მოითხოვს სამოსი, არასოდესაა თვითმიზანი.

დაბოლოს, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნობას და ჩაცმა-დახურვის საკითხს ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. ლომები ყოველთვის ცდილობენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას და გარეგნული იმიჯი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ლომები აღმერთებენ ძვირად ღირებულ სამოსსა და აქსესუარებს. უყვართ ოქროს ნივთები და ფუფუნება. ყოველთვის მიჰყვებიან მოდას და პატივს სცემენ ბრენდებს. ასევე უყვართ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი და აქსესუარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ