სექტემბრის თვის ბიზნეს პროგნოზი - ვის გაუმართლებს შემოდგომის პირველ თვეს ფინანსურად
სექტემბრის თვის ბიზნეს პროგნოზი - ვის გაუმართლებს შემოდგომის პირველ თვეს ფინანსურად
ადამიანების დიდი ნაწილი, სექტემბრის თვეს ისე აღიქვამს როგორც "მეორე ახალ წელს". იმიტომ რომ, ზუსტად სექტემბერში იწყება ინტენსიური პერიოდი ბევრის ცხოვრებაში კარიერული კუთხით. ასევე მიჩნეულია, რომ წლის ყველაზე აქტიური, დინამიური თვეების რიცხვში თებერვალთან ერთად სექტემბერიც შედის. მიმდინარე სექტემბერიც არ იქნება გამონაკლისი და ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, სხვადასხვა ტიპის სიურპრიზებით გაანებივრებს.

მთელი თვის მანძილზე პოზიტიური პერიოდი უდგათ ტყუპის ნიშნით დაბადებულებს. თეთრი მთვარე ზოდიაქოს ამ ნიშანში და მონათესავე სტიქიის ნიშანში გამარჯვების პლანეტა იუპიტერის განლაგება საკმაოდ დადებითად მოქმედებს ტყუპზე კარიერის მხრივ.

არანაკლებ კარგი პერიოდი აქვთ პროფესიული მოღვაწეობისთვის სასწორებს. მათთვის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ჯერ კიდევ არის ვადა საიმისოდ, რომ პროფესიულად რისკიან შემოთავაზებებს მოჰკიდონ ხელი.

სექტემბერი ცოტა რთულია ვერძის და მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. იმიტომ რომ, ამ ორი ნიშნის მმართველი პლანეტები მარსი და პლუტონი ამ ეტაპზე არცთუ მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან. თუმცა, მორიელებისთვის უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყება თავბრუდამხვევი წარმატების მომტანი ერთწლიანი პერიოდი. რაც შეეხებათ ვერძებს, მათ მოუწევთ საკუთარი ფინანსური სიტუაციის გულმოდგინედ დაგეგმვა და კონტროლირება.

არცთუ წარმატებულია უახლოესი თვე ლომებისთვის. ლომის მმართველი პლანეტა მზე ამჯერად ქალწულის ნიშანშია, რაც თავის მხრივ არ არის ძლიერი პოზიცია. თუმცაღა, სექტემბრის პირველი ნახევარი მაინც მისცემს შანსს ლომის ნიშნით დაბადებულებს უმნიშვნელოდ მაინც გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა თაყვანისმცემლების ან კეთილისმყოფელების ხარჯზე.

შესანიშნავია სექტემბერი ქალწულებისთვის, მათ ზოდიაქოს ნიშანში მზესთან ერთად მალე პლანეტა ვენერაც გადაბარგდება. რაც ქალწულებს დამატებითი შემოსავლების შანსს გაუხსნის.

მერწყულისთვის და თხის რქისთვის სიტუაციის მკაცრი კონტროლის პერიოდი დგას სექტემბერში. მოვალეობები იმატებს, თუმცა ამაზეა დამოკიდებული ამ თვეში თქვენი ფინანსური კეთილდღეობა.

კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის სექტემბრის თვე წვრილმანი ფინანსური ხლაფორთებით იქნება სავსე. თქვენი მფარველი პლანეტა ვენერა ამ ეტაპზე სუსტ პოზიციაშია, რაც უდავოდ აისახება თქვენს ჯიბეზე, ძვირფასო კუროებო. ასე რომ, ყაირათიანად ხარჯეთ ფული.

მშვილდოსანისა და თევზების ნიშნით დაბადებულებს შესაძლოა დაუგეგმავი ხარჯები შეხვდეთ სექტემბერში. თუმცა, არ არის ასევე გამორიცხული, რომ განგებამ მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზებითაც გაგანებივროთ.

დაბოლოს, სექტემბრის თვე საკმაოდ მომგებიანი იქნება კირჩხიბებისთვის მატერიალური კუთხით. თავისუფლად შეგიძლიათ დაკავდეთ ოჯახური საქმეებით ან შოფინგით, რომელსაც დიდი ხანია გეგმავდით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ