როგორ უნდა მიხვდეთ რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს არ ეპიტნავებით
როგორ უნდა მიხვდეთ რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს არ ეპიტნავებით
როგორც ამბობენ - "სიძულვლი იგივეა, რაც თავად დალიო შხამი იმის მოლოდინით, რომ ვიღაც მოკვდება". ეზოთერულად სწორედ რომ სიძულვილი და ბოღმაა ყველა სახის დაავადების და სირთულეების მიზეზი ადამიანების ცხოვრებაში. თუმცა, დღეს თემას ასე ღრმად არ გავშლით და შედარებით მოკლე მსჯელობას შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები საკუთარ სიძულვილს ან თუ გამოხატავენ საერთოდ.

ასტროლოგები თვლიან, რომ განსაკუთრებულად უბოროტო ბუნებით შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან: ვერძი, ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული, სასწორი და თევზები. ამ ადამიანებს ბრაზი მალე გადასდით ან ჰუმანური ბუნების გამო უაზრობად ეჩვენებათ კონფლიქტში დახარჯული ენერეგია. ისინი იშვიათად არიან გულბოღმიანები და ნაკლებად ახასიათებთ შურისძიების მოთხოვნილება. ვერძი და მშვილდოსანი გაბრაზებას ღიად აფიქსირებს. მათ შეუძლიათ მუშტი-კრივშიც კი გამოიწვიონ გაღიზიანების ობიექტი. ტყუპი და მერწყული საერთოდ არ დახარჯავს დროს სიძულვილზე. მათ ძალიან ბევრი სხვა ინტერესი გააჩნიათ საიმისოდ, რომ დრო კონფლიქტებზე ფლანგონ. ხოლო სასწორი და თევზები შინაგანად ვერ იტანენ კონფლიქტსა და აგრესიას. ამიტომ მოწოდებული არიან ყველგან კომპრომისის გზის ძიებისკენ.

რაც შეეხებათ გაცილებით უფრო პრინციპულ და აგრესიულ ნიშნებს, კერძოდ, ლომებს, მორიელებს. კირჩხიბებს, კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს ისინი საკმაოდ ხშირად და ხანგრძლივი ვადით შედიან კონფლიქტში სხვებთან. მათ შორის ლომი და მორიელი დემონსტრატიულად და აშკარად გამოხატავს საკუთარ სიძულვილსა და მტრობას ვინმეს მიმართ. კირჩხიბი და ქალწული კი შემოვლითი გზით მანევრირებას არჩევს და საკმაოდ ოსტატურად გეგმავს შურისძიებას ისე, რომ მათზე ეჭვიც კი ვერავინ მიიტანოს. ხოლო თხის რქა და კურო ობიექტურად, კანონის ფარგლებში არჩევს დაპირისპირებას ოპონენტებთან. მათ ასევე ახასიათებთ თანამდებობრივი ან ფინანსური ბერკეტების გამოყენებაც ამ კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
როგორ გგონიათ, ფულის შოვნის ნიჭი თანდაყოლილ იღბალზეა
სხვა სიახლეები
როგორი აღნაგობის ქალები მოსწონთ, როგორც წესი, მამაკაცებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან გამოუსწორებელი მექალთანეები
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ფრთხილად ცეცხლსაშიშია -  რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან სუპერეჭვიანი ქალები
როგორც მამაკაცები ამბობენ, ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ
ასევე დაგაინტერესებთ