როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცების პოლიგამიურობაზე ქალების დიდი ნაწილი გამუდმებით ჩივის. მაგრამ ხშირად ცოლები თავად არიან ქმრების მხრიდან ღალატის ფაქტის მიზეზი. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი ისაა, რომ ქალი დაოჯახების მერე წყვეტს ქმართან "ფლირტაობას" ან ცხოვრებისეული პრობლემებით დაღლილს ავიწყდება, რომ თავს ძველებურად და აქტიურად უნდა მოუაროს ფიზიკურად. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კონკრეტული თვისებები და ვიზუალური იმიჯი აღაფრთოვანებს მეუღლეში. ამიტომ საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა გვერდზე არასოდეს გააპაროს თვალი ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ, ძვირფასო ცოლებო.

ვერძ, ლომ და მშვილდოსან ქმართან აქტიური და დინამიკური უნდა იყოთ. თავის დროზე მას ზუსტად ამ სიცოცხლისუნარიანობისა და მჩქეფარე ენერგიის გამო მოეწონეთ. ასეთი კაცი აფასებს ცოლს, რომელსაც მისთვის გვერდში დგომა შეუძლია როგორც მეგობარს. იყავით მისი მეგობარი, არასოდეს შეწყვიტოთ პიროვნული თუ პროფესიული განვითარება თუ გინდათ, რომ თქვენმა "ცეცხლოვანმა" ქმარმა დიდხანს შეინარჩუნოს ინტერესი თქვენ მიმართ.

კუროს, ქალწულსა და თხის რქას სიმშვიდის, ემოციური სტაბილურობისა და ოჯახის "ბურჯობის" გამო მოეწონებოდით თავიდან. ამიტომ რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გქონდეთ, ნუ გახდებით ქაოსური, ნერვული და არაპროგნოზირებადი ემოციური კუთხით მეუღლის მიმართ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გწამდეთ, თქვენ და თქვენი ქმარი ნებისმიერ სირთულეს დაამარცხებთ ერთად.

კირჩხიბ, მორიელ და თევზ ქმრებს თქვენში ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკული ქალი მოსწონთ. ამიტომ ქორწინების მრავალი წლის მერეც არ შეწყვიტოთ მისთვის სიყვარულში გამოტყდომა, არ მოადუნოთ ყურადღება და მუდამ იზრუნეთ ქმარზე ემოციურად. ხშირად ესაუბრეთ გულახდილად იმაზე რა აწუხებს. იგი თქვენში პირველ რიგში კარგ მესაიდუმლეს უნდა ხედავდეს.

დაბოლოს ტყუპ, სასწორ და მერწყულ ქმარს თქვენში თავიდანვე მრავალმხრივობა, ინტელექტი და მენტალური კომუნიკაციის კარგი უნარი მოეწონებოდა. ამიტომ რამდენ წელსაც არ უნდა ითვლიდეს თქვენი ქორწინება მუდმივად იქონიეთ კომუნიკაცია ქმართან. ხშირად დაურეკეთ, ებაასეთ სხვადასხვა თემაზე, განიხილეთ მისი პროფესიული საქმეები თუ კარიერა. ეს ის ძაფია, რომელიც ჰაერის სტიქიის მამაკაცს თქვენთან ხანგრძლივი ვადით მოაჯაჭვავს თუ მთლიანად ცხოვრების ბოლომდე არა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ