კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 ოქტომბერი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 2-8 ოქტომბერი
ჭეშმარიტად "სასწორული" კვირა იწყება. მზე და მერკური სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია შეერთებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მომატებულია დიალოგის მოთხოვნილება. შესანიშნავი დროა ასევე სწავლისთვის ან მნიშვნელოვანი მივლინებების დასაგეგმად. მზე-მერკურის შეერთებას სასწორში, გვერდს ვენერას და მარსის შეერთებაც უმშვენებს, თუმცა ეს შეერთება პრაქტიკული და წინდახედული ქალწულის ნიშანშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის საკითხი, რაც ფინანსურ ოპერაციებს და უძრავ ქონებას ეხება, მაქსიმალური პრინციპულობითა და სიზუსტით უნდა მოგვარდეს.

ასევე სასურველია, თუკი აქტიურად გამოიჩენთ ზემოჩამოთვლილ საკითხებში ბრძოლისუნარიანობას ზომიერ სიჯიუტესთან ერთად. მარსი და ვენერა ასტროლოგიაში ე.წ. "გენდერულ" პლანეტათა რიცხვს განეკუთვნებიან, ამიტომ მათი შეერთება ცაზე პირად და სასიყვარულო კავშირებშიც ააქტიურებს გარკვეულ მოვლენებს - იქნება ეს მოულოდნელად დაწყებული ფლირტი თუ გაცილებით უფრო სერიოზულ ფაზაში გადასული ნაცნობობა. თუმცა, რაკი შეერთება ქალწულის ნიშანშია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ტიპის აქტივობა ამ მხრივ აუცილებლად დაექვემდებარება ცივ გონებას და გარკვეულ გათვლას. რაც თავის მხრივ სულაც არ უნდა იყოს ურიგო.

3 ოქტომბერს მარსისა და სატურნის ნეგატიური ასპექტი შედის ძალაში. რაც ზემდგომებთან, მაღალჩინოსნებთან და კანონის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში დაძაბულობის ალბათობაზე გვაფრთხილებს. სასურველია, ამ პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთა, ნაკლებად დაგეგმოთ სახიფათო მოგზაურობები (განსაკუთრებით მთიან ადგილებში). მარსისა და სატურნის ნეგატიურ ასპექტს "ბონუსად" მზისა და პლუტონის კვადრატურაც მისცემს ელფერს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული უახლოესი პერიოდის მანძილზე საკმაოდ მძაფრი პოლიტიკური მოვლენების მომსწრეც გავხდეთ, როგორც გლობალური, ისე ლოკალური კუთხით.

5 ოქტომბრიდან თითქმის მომავალი კვირის შუა პერიოდამდე სატურნი მარსთან ერთად კვადრატს პლანეტა ვენერასთანაც გააკეთებს. ეს რთული დროა პირადი ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა თავი იჩინოს სიცივემ, გაუგებრობებმა, ურთიერთ ბრალდებებმა და გაუცხოვებამ პარტნიორებს შორის. ამიტომ უახლოესი პერიოდის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, საყვარელ ადამიანებთან მეტი გახსნილობა, მეტი ლოიალურობა და დიალოგის რეჟიმში ყოფნას გირჩევთ.

5 ოქტომბერს გარდა ზემოხსენებული დაძაბული ასპექტებისა, სავსემთვარეობასაც ველით. შესაბამისად, ემოციებისა და გარკვეული აგრესიის კონტროლი ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთული იქნება. მით უმეტეს, რომ სავსემთვარეობა ყველაზე უფრო იმპულსური და ემოციური ვერძის ზოდიაქოს ნიშანს ემთხვევა. რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაამძაფრებს სავსემთვარეობის დაძაბულ ენერგეტიკას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ თქვენგანს განსაკუთრებით კი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლებს ასევე თხის რქებს, სასწორებს, კირჩხიბებს მეტი სიმშვიდისა და წინდახედულებისკენ მოგიწოდებთ.

6 ოქტომბრიდან მერკური-პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო, სასურველია წინდახედულება გამოიჩინოთ ახლო წრის ნათესავებთან, დედმამიშვილებთან და ახლო თანამშრომლებთან ურთიერთობაში. ზემოხსენებული ასპექტი, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს ცაზე, ადამიანებში გააძლიერებს ცინიკური საუბრების, სხვისთვის ჭკუის სწავლების, დაცინვის ან საზოგადოებრივი "ბულინგის" ელემენტებს, რაც აქტიური სავსემთვარეობის ფონზე ერთობ ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანს თუ, რა თქმა უნდა, გასაქანს მივცემთ ჩვენში არსებულ ნეგატიურ ემოციებსა და გრძნობებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ