ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის სიყვარულია ყველაზე ძნელი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანის სიყვარულია ყველაზე ძნელი
ასტროლოგია ადამიანთა ხასიათის თავისებურებას და ფსიქოტიპებს შეისწავლის. მათ შორის იმასაც, როგორია სიყვარულში ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი. ამ მხრივ კი საინტერესო ტენდენცია არსებობს. ვიღაც თუ საოცრად კომფორტული და მარტივია სასიყვარულო კავშირებში, არსებობს ხალხი ვისი სიყვარულიც დიდი ნერვების და ემოციების ფასად დაგიჯდებათ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ნამდვილად ღირს ამად.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ვერძის ხასიათში ისეთი თვისებების არსებობას უზრუნველყოფს, როგორიცაა სიხისტე, აგრესიულობა, უტაქტობა და იმპულსურობა. ამიტომ ვერძთან რომანი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. უნდა იცოდეთ, როცა ამ ნიშნით დაბადებულ ქალთან ან კაცთან სასიყვარულო კავშირს აბამთ, რომ თქვენი ურთიერთობები მშვიდი არასოდეს იქნება. ვერძისთვის პერიოდულად ჩხუბი და მერე ისევ შერიგება ჩვეულებრივი ნორმაა. გარდა ამისა, იცოდეთ - ამ ადამიანს რომ თავი დიდი ხნით შეაყვაროთ, აუცილებლად უნდა იყოთ მისთვის გარკვეულწილად მიუწვდომელი.

მორიელი - პლანეტა პლუტონი, რომელიც მორიელის ნიშნის მმართველად ითვლება ამ ხალხის ხასიათში ისეთ თვისებებს ააქტიურებს როგორიცაა ეჭვიანობა, მძაფრი შეგრძნებების სიყვარული და მესაკუთრეობა. მორიელს მოსწონს ცხოვრება რისკით. ეს მის სასიყვარულო კავშირებსაც ეხება. ამიტომ ამ ადამიანთან რომანისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ არაერთგზის მოგიწევთ მძაფრი შეგრძნებების, დრამატული ისტორიების და ეჭვიანობის განცდა. მორიელთან რომანი "ამერიკულ მთებზე" სრიალს წააგავს. იქნება პერიოდები, როცა თავს ბედნიერების მწვერვალზე გაგრძნობინებთ, მაგრამ ისეთი დღეებიც იქნება, როცა საერთოდ აღარ გენდომებათ მისი დანახვა.

თევზები - პლანეტა ნეპტუნი, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს მართავს, ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ქაოსურობისა და საკუთარ თავში გაურკვევლობისკენ უბიძგებს. ამიტომ თევზებთან რომანი ერთდროულად სასიამოვნოც არის და დამღლელიც. ერთი მხრივ ის საოცრად სათუთი, მოსიყვარულე და ინტუიციური პარტნიორია. მეორე მხრივ კი მას ხშირად თავად ვერ გაურკვევია რა სურს და გამუდმებით "იხლართება" საკუთარ გრძნობებში. მოგიწევთ თქვენ თავზე აიღოთ სიტუაციის კონტროლი და თქვენი პარტნიორისთვის ერთბაშად იყოთ ყურადღებიანი მშობელიც და საყვარელიც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ