ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ კარგად ერთმანეთთან
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები მეგობრობენ კარგად ერთმანეთთან
ქალური მეგობრობა განსაკუთრებული ფენომენია და მამაკაცები ამას ვერასოდეს გაიგებენ. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ყალიბდება ხშირად.

ასე მაგალითად ვერძი შესანიშნავად უგებს ტყუპისა და ლომის ნიშნით დაბადებულ ქალებს, არანაკლებ კომფორტულია მისთვის მერწყულთან მეგობრობა.

კურო იდეალურად უგებს ქალწულსა და კირჩხიბს. მისთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია ასევე თხის რქას.

ტყუპი კარგად მეგობრობს მერწყულთან და სასწორთან. მისთვის ასევე კომფორტულია ლომთან მეგობრობა.

კირჩხიბისთვის კარგი მეგობრობის გაწევა შეუძლია თევზებსა და მორიელს. არანაკლებ კომფორტულად გრძნობს იგი თავს კუროსა და თხის რქის კომპანიაში.

ლომი შესანიშნავად ეწყობა სასწორს, ვერძს და მშვილდოსანს. კარგად გაუგებს მას ასევე დაქალი ტყუპი.

ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალები იდეალურად მეგობრობენ კუროსა და მორიელის ნიშნით დაბადებულებათან. არანაკლებ იდეალურია მისთვის თხის რქასთან ალიანსი.

სასწორი კომფორტულად იგრძნობს თავს ტყუპისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულ დაქალთან. მისთვის შესანიშნავია ასევე ლომთან მეგობრობა.

მორიელისთვის საიმედო მეგობარი იქნება თხის რქა და კირჩხიბი. იგი ასევე ბედნიერად იგრძნობს თავს თევზების ნიშნით დაბადებული დაქალის გვერდით.

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალისთვის იდეალური დაქალი შეიძლება იყოს სასწორის ან ვერძის ნიშნით დაბადებული გოგონა, არანაკლებ მომგებიანია მისთვის მერწყულთან და ლომთან მეგობრობა.

თხის რქა ქალი კარგად იმეგობრებს მორიელის, ქალწულის ან კუროს ნიშნით დაბადებულთან.

ხოლო მერწყულისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ტყუპის, ვერძის ან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული დაქალი.

დაბოლოს, თევზები ყველაზე უკეთ მეგობრობს მორიელის, კირჩხიბის ან ლომის ნიშნით დაბადებულთან. მისთვის ასევე მისაღებია კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული დაქალი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ