რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეთ ცხოვრებაში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეთ ცხოვრებაში - ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანები ოდითგანვე ცდილობენ ახსნან სიყვარულის ამოუცნობი ფენომენი. ვიღაცისთვის ეს გრძნობა ერთხელ მოდის და მარადიულია. სხვები კი ფიქრობენ, რომ სიყვარული ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმითა და სიძლიერით ავლენს თავს. ამიტომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ სხვადასხვაგვარად გვიყვარდება. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ პოლიგამიური და მონოგამიური ზოდიაქოს ნიშნები. შესაბამისად, სიყვარულისადმი დამოკიდებულებაც ზუსტად ამ მომენტით განისაზღვრება მათში.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, იდეალისტურად არიან განწყობილი სიყვარულის მიმართ ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნები. ვერძებს, ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს პოლიგამიურობა ახასიათებთ ურთიერთობაში. მათ ცხოვრებაში ბევრი რომანია, არანაკლებ ბევრია ქორწინებაც. ისინი ფიქრობენ, რომ ყოველ ჯერზე ეს არის "ის ერთადერთი და ნამდვილი" სიყვარული. თუმცა, თუკი ისე მოხდა, რომ იმედი უცრუვდებათ, მარტივად პოულობენ ახალ აღფრთოვანების ობიექტს.

გრძნობების სიმყარით, შეიძლება ითქვას რიგ შემთხვევებში უვადო და უნაპირო ერთგულების უნარით არიან დაჯილდოებული წყლისა და მიწის სტიქიის ნიშნები. კუროები, კირჩხიბები, ქალწულები, მორიელები, თხის რქები და თევზები პარტნიორების მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობით გამოირჩევიან. მათთვის ძნელია ერთი პარტნიორის, მეორეთი ჩანაცვლება და თუ მაინც ასე ხდება, ეს ამ ადამიანების ქმედება მარტოოდენ უსუსური მცდელობაა იმისა, რომ სულიერი ტკივილები როგორმე გაიქარვონ უიღბლო ურთიერთობების დასრულების შემდეგ. ასეთ ადამიანებს ცხოვრებაში ერთხელ ან რამდენჯერმე, ოღონდ ძალიან ძლიერად უყვართ. მათი ემოციები ინტენსიური და ღრმაა. შესაბამისად, აქვთ უნარი დიდი ხნის მანძილზე უერთგულონ ერთ პარტნიორს. მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელი ცოცხალი აღარაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ