კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 ოქტომბერი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 ოქტომბერი
ვერ ვიტყვი, რომ დამდეგი კვირა წინა კვირაზე უფრო მსუბუქი ან იოლი იქნება. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ის კვირაა, რომელიც შეიძლება ბევრი ჩვენგანისთვის აღმოჩნდეს საოცრად ნაყოფიერი და კარდინალური ცვლილებებით სავსე. ასე რომ, ხელები დაიკაპიწეთ კი არადა, კარგად გაეცანით მიმდინარე კვირის პროგნოზს.

ორშაბათი მერკური-პლუტონის კვადრატით იწყება. რაც თავის მხრივ აძლიერებს ადამიანებში ცინიზმის, კრიტიკისა და გარშემო მყოფთა მისამართით მწარე რეპლიკების "გასროლის" მოთხოვნილებას. შესაძლოა დაიძაბოს ურთიერთობა ხელქვეითებთან, თუკი თქვენ მნიშვნელოვან პოსტს იკავებთ მოცემულ მომენტში, ასევე დიდი დიპლომატიის გამოჩენა გმართებთ დედმამიშვილებთან და ახლო წრის ნათესავებთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ ზემოჩამოთვლილ ადამიანებთან კომუნიკაციაში გარკვეული სირთულეები აუცილებლად წარმოიქმნება. ასევე სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. ასტროლოგიაში მერკური გზებს, წვრილმან ტრანსპორტს და გადაადგილებას მართავს. პლუტონი კი ტრანსფორმაციის და ექსტრიმის "მეფეა". ამიტომ, ამ ორი პლანეტის დაპირისპირება დიდი ალბათობით გაზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას გზებზე.

10 ოქტომბერს მზე და პლუტონი დაუპირისპირდება უკვე ერთმანეთს. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლების მოთხოვნილება, საკუთარი სიმართლის "რქებით" გატანის ტენდენცია და პრინციპის "ძლიერი ყოველთვის მართალია" დემონსტრირება ადამიანებში ერთობ მოთხოვნადი გახდება. არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი და მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებების მომსწრეც გავხდეთ.

10 ოქტომბერსვე ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა - პლანეტა იუპიტერი სასწორის ზოდიაქოს ტოვებს (სადაც იგი ბოლო ერთი წლის მანძილზე იყო განლაგებული და სასწორებს, ასევე ჰაერის ნიშნით დაბადებულებს საკმაოდ ბევრი "ბენეფიტები" მოუტანა) და მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ინაცვლებს. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია მორიელებისთვის, კირჩხიბებისა და თევზებისთვის იმიტომ რომ, იუპიტერის ტრანზიტი მორიელის ნიშანში, რომელიც თავის მხრივ უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფინანსურ წარმატებაში, ისე პირად და პროფესიულ სარბიელზე წინსვლის კუთხით. იუპიტერის ტრანზიტი მორიელის ნიშანში კარგ პერიოდს უქადის ძალოვანი და საბანკო სტრუქტურების წარმომადგენლებს. კარგი პერიოდი დგება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მხრივ, გასარემონტებლად ან კომერციული ფართის შესაძენად.

11 ოქტომბერს მარსისა და სატურნის კვადრატურა აღწევს პიკს. ეს საშიში დროა კორპორატიული ან მაღალჩინოსნებთან ურთიერთობაში დაპირისპირებებისა და უთანხმოებების კუთხით. ასევე მაქსიმალური მორჩილება გამოიჩინეთ კანონის წარმომადგენლებთან. ერიდეთ პროფესიულ ნიადაგზე საკუთარი პოზიციის ხისტად და უაპელაციოდ მტკიცების მოთხოვნილებას. გამოიყენეთ მეტი სირბილე და დიპლომატია უშუალო დამქირავებელთან ურთიერთობაში. მით უმეტეს, რომ უკვე 13 სექტემბერს ზემოხსენებულ დაძაბულ ასპექტებს მერკურისა და სატურნის დადებით სექსტილი ასე თუ ისე მისცემს განეიტრალების საშუალებას და ბევრ ჩვენგანს საშუალება ექნება, მართოს საკუთარი იმპულსები. გამოიყენოს ცივი გონება და დიპლომატია პროფესიულ სარბიელზე გააზრებული ნაბიჯების გადასადგმელად.

14 ოქტომბერს პლანეტა ვენერა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ვენერა საკუთარ "სახლს" ესტუმრება. ეს არაჩვეულებრივი პერიოდია ახალი, რომანტიკული ნაცნობობის დასაწყებად. რომელიც სხვათა შორის, სავსებით შესაძლებელია სამომავლოდ ქორწინებაშიც გადაიზარდოს. ზოგადად იდეალური პერიოდია ქორწილის დასაგეგმად. ვენერას ტრანზიტი სასწორში, უახლოესი ერთი თვის მანძილზე ადამიანებში გააძლიერებს რომანტიკულობისადმი მოთხოვნილებას, მოიმატებს ესთეტიკურობა, დიპლომატია და ტაქტი მოლაპარაკებებისას. კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ წამოიწყოთ მსუბუქი რემონტი, შეცვალოთ ინტერიერი საცხოვრებელ ბინაში ან დაკავდეთ რაიმე ტიპის შემოქმედებითი საქმიანობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ