რა თვისებებში "მოიკოჭლებთ" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა  თვისებებში "მოიკოჭლებთ" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ღირსებებთან ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკლიც ბევრი გვაქვს. ასტროლოგებმა იციან, თუ კონკრეტულად რა თვისებებში მოიკოჭლებს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი და რაზე აქვს მას საკუთარ თავთან სამუშაო.

ვერძი დიპლომატიაში მოიკოჭლებს. იგი ზედმეტად იმპულსური და ფიცხია. ამიტომ ხშირად იძენს მტრებს.

კუროს უგზოუკვლო სიჯიუტე ღუპავს. მას ასევე არ შეუძლია სიახლეებთან შეგუება.

ტყუპი პასუხისმგებლობაში მოიკოჭლებს. გარდა ამისა, იგი ხშირად იცვლის შეხედულებებს.

კირჩხიბის ყველაზე დიდი ნაკლი წუწუნი და ბუტია ხასიათია. არ შეუძლია მოვლენებს ემოციის გარეშე შეხვდეს.

ლომი ძალიან მოიკოჭლებს თავმდაბლობაში. როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ გადამეტებული წარმოდგენა აქვს.

ქალწული მოიკოჭლებს ტოლერანტულობის გამოვლენაში გარშემო მყოფებთან მიმართებაში. ის პერფექციონისტია.

სასწორი ვერა და ვერ იღებს გადაწყვეტილებას. არის საშინლად მერყევი და ცვალებადი.

მორიელი არ გამოირჩევა მიმტევებლობით. არ შეუძლია წყენის პატიება.

მშვილდოსანი მიდრეკილია სხვების განკითხვისკენ. უყვარს მორალის კითხვა.

თხის რქა სნობია. ხშირად არ აფასებს უბრალო ადამიანებს.

მერწყული არაპროგნოზირებადი და ექსცენტრიკულია. რაც ხშირად ადამიანებში ნდობის მოიპოვებაში უშლის ხელს.

ხოლო თევზები ვერასოდეს უსწორებს თვალს რეალობას და ურჩევნია გამუდმებით სხვებს გადააბაროს საკუთარი მოვალეობები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ