ოქტომბერში დაბადებული ადამიანების ხუთი საუკეთესო თვისება
ოქტომბერში დაბადებული ადამიანების  ხუთი საუკეთესო თვისება
ოქტომბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს სასწორსა და მორიელს აერთიანებს. ამიტომ იმის მიხედვით თუ ოქტომბრის რომელ დეკადაში დაიბადა ესა თუ ის ადამიანი, განისაზღვრება მისი სახასიათო თავისებურებები. თუმცა, მიუხედავად ამისა, გააჩნიათ მაინც ოქტომბრის ადამიანებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი და განსაკუთრებული თვისებები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ გარშემო მყოფებმა მათთან ურთიერთობისას.

1. ისინი სამართლიანები არიან - ოქტომბრის ხალხი გამორჩეულად სამართლიანი და პრინციპულია, თუკი საქმე სიმართლისთვის ბრძოლას ეხება. ამ ადამიანებს არ უყვართ სხვების ჩაგვრა და ყოველთვის ცდილობენ იპოვონ ოქროს შუალედი ურთიერთობაში.

2. ისინი გამოირჩევიან უზადო გემოვნებით - დიახ, მხოლოდ ოქტომბერში დაბადებულებს გააჩნიათ გასაოცარი გემოვნება და ტალანტი - გამოიყურებოდნენ მუდამ უზადოდ და დახვეწილად.

3. მათი უმრავლესობა საოცრად მომხიბვლელი და ქარიზმატულია - ორი ზოდიაქოს ნიშნის სასწორისა და მორიელის სინთეზი, დიახაც რომ საოცრად მიმზიდველ და სიმპათიურ ადამიანებს წარმოშობს.

4. ისინი დიპლომატიურები არიან, თუმცა ამასთან ერთად, პრინციპულებიც - ამ ადამიანებს შესანიშნავად ეხერხებათ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა. თუმცა, ამ ყველაფერს რბილად და დიპლომატიური მეთოდებით ახერხებენ ხოლმე. ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე.

5. ისინი შეუცვლელი საყვარლები და არაჩვეულებრივი პარტნიორები არიან - სასწორის რომანტიზმი და მორიელის სექსუალურობა, ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ანიჭებს საოცარ მაგნეტიზმსა და მიმზიდველობას. ისინი ერთდროულად არიან რომანტიკულებიც და სექსუალურებიც. რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ როგორც პარტნიორები მუდმივად სასურველები არიან საპირისპირო სექსისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ