ამიერიდან მორიელებს წინ ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული პერიოდი ელით, თუმცა არც სხვებს დასწყდებათ გული
ამიერიდან მორიელებს წინ ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული პერიოდი ელით, თუმცა არც სხვებს დასწყდებათ გული
10 ოქტომბრიდან დიდი სიხარულის, იღბლისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი სასწორის შემდეგ ამჯერად უკვე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის ერთწლიანი, საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური პერიოდი იწყება.
იუპიტერს მორიელში თავად მორიელებისთვის პირველ რიგში ფინანსური და ეკონომიკური წარმატების შანსები მოაქვს. გარდა ამისა, ეს პერიოდი დადებითად აისახება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა, რემონტი, საცხოვრებლის ცვლა თუ სხვა რამ. არანაკლებ კარგი პერიოდი ეწყებათ ასევე კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებულებს. ამ მხრივ კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით დადებითი იქნება პერიოდი, რომელიც მომავალი 2018 წლის მარტის მეორე ნახევრიდან შევა ძალაში.

თევზებისთვის კი უკვე წლის ბოლოდან იქნება შესამჩნევი გაუმჯობესება. რაც შეეხება სხვა ზოდიაქოს ნიშნებს - ლომის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბდებულებისთვის უახლოესი ერთი წლის მანძილზე ასევე იქნება შანსები ფინანსური თუ ქონებრივი გაუმჯობესების, ოღონდ გარკვეული კომპრომისების და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების ხარჯზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის იოლად არაფერი მოვა და თითეულ მათგანს დასჭირდება კარგად გათვალოს ხარჯები, ნაკლებად აიღოს საკუთარ თავზე ზედმეტი ფინანსური ვალდებულებები და დიდი დაკვირვებით მოეკიდოს ზოგადად საბანკო-ფინანსურ თემატიკას.

იუპიტერის გადასვლა მორიელის ნიშანში წარმატებას უქადის ყველა იმ ადამიანს, ვისი პროფესიაც დაკავშირებულია სადაზღვევო ან საბანკო სფეროსთან. მედიცინასთან (განსაკუთრებით ფსიქოლოგია-ქირურგია-გინეკოლოგია-ფარმაცევტიკა), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, იურისპრუდენციასთან (განსაკუთრებით ადვოკატურა), სამხედრო საქმესთან და კრიმინალისტიკასთან. კარგი პერიოდია მსხვილი ინვესტირებისთვის, ასევე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოსაწევად.

მომდევნო სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ასიახება იუპიტერის ტრანზიტი მორიელში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ