როგორ აისახება იუპიტერის ტრანზიტი მორიელში ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე
როგორ აისახება იუპიტერის ტრანზიტი მორიელში ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ 10 ოქტომბრიდან გამარჯვებისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული უახლოესი ერთი წლის მანძილზე განსაკუთრებით უმართლებთ მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თუმცა, იუპიტერის ტრანზიტი დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც არ დასწყვეტს გულს.

ვერძებს ფინანსურ წინსვლას ჰპირდება (აჯობებს საკუთარი საქმის წამოწყება).

კუროებს პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას - ბედნიერი ქორწინების შანსებს.

ტყუპს პროფესიულ წინსვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბებისთვის
შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დროა, ურიგო არ იქნება იფიქროთ ბავშვის გაჩენაზე ან ფულის შოვნაზე ჰობის მეშვეობით.

ლომისთვის ოჯახურ და პარტნიორულ კავშირებში სიმშვიდის წელიწადი იწყება. ბევრი კონფლიქტი მოგვარდება ამ დროს.

ქალწულების დიდი ნაწილი ბევრს იმოგზაურებს, ახალ მეგობრებს შეიძენს და გაიფართოვებს ჰორიზონტებს.

სასწორები გამომუშავების ახალ წყაროს იპოვიან - გამორიცხული არაა ბევრმა შეიცვალოს სამსახური.

მორიელისთვის პიროვნული ზრდისა და ახალი გამოწვევების წელია. ერთ-ერთი წარმატებული ამასთანავე.

მშვილდოსანს იუპიტერი დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების რეალურად გამოყენების შანსებს მისცემს. გაგიჩნდებათ ფარული მფარველები და კეთილისმყოფელები. შველა იქიდან მოვა საიდანაც არ ელით.

თხის რქისთვის ეს წელი დიდი ხნის ოცნებების ახდენის და ახალი მეგობრების/თანამოაზრეების შეძენის წელია.

ხოლო მერწყული მომავალ ოქტომბრამდე სამსახურებრივი ან თანამდებობრივი წინსვლის შანსებს მიიღებს.

დაბოლოს, თევზებისთვის
ამ პერიოდიდან იწყება დრო, როცა შესანიშნავად წარიმართება სწავლის გაგრძელების ან უცხოეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
როგორ გგონიათ, სიმშვიდე ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ