ზოდიაქოს სამი ცვალებადი და მუდმივად მაძიებელი ნიშანი
ზოდიაქოს სამი ცვალებადი და მუდმივად მაძიებელი ნიშანი
როგორ გგონიათ, რატომ ახასიათებს ამა თუ იმ ადამიანს სამუშაო ადგილის, ინტერესების და პროფესიული არეალის გამუდმებული ცვლა? გაგიკვირდებათ და ხშირად ამ ყველაფრის მიზეზი პლანეტები და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი კოსმიური ენერგეტიკაა. ასტროლოგები ამ მხრივ სამ ყველაზე ცვალებად ნიშანს გამოყოფენ:

ტყუპი - თავად ამ ნიშნის დუალურობის გამო და დამატებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ტყუპი პლანეტა მერკურის მართვაში მყოფი ნიშანია, რომელიც თავის მხრივ, აზროვნება-კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს ტყუპი ყველაზე ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ინდივიდები არიან. მათთვის რუტინა მოსაწყენია, ამიტომ ერთი და იმავე საქმის კეთება ტყუპზე დამღუპველ გავლენას ახდენს. ის შეიძლება სერიოზულად დაავადდეს ამის გამო ნერვულად. შესაბამისად, ტყუპის დიდი ნაწილი გამუდმებით იცვლის ინტერესთა სფეროს, სამსახურს და იმიჯსაც კი. ასე ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი მაძიებელი ბუნების წარმოჩენას.

მშვილდოსანი - იდეალისტი, უსაშველოდ ოპტიმისტი და კიდევ უფრო უსაშველოდ უპასუხისმგებლო ნიშანია. მართალია, მშვილდოსნებს შორისაც ვხვდებით მოწესრიგებულ და სრულიად გაწონასწორებულ ინდივიდებს, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და მაშინ, როცა პირადი რუკის მაჩვენებლებში ბევრი მიწის სტიქიის ნიშანია დომინანტი. ამიტომ ტიპურ მშვილდოსანს ინტერესთა გამუდმებული ცვლა, ახალ-ახალი იდეალების დევნა და თავისუფლების უდიდესი სიყვარული ახასიათებს. იგი ვერ იტანს გრაფიკს, რუტინას და ვიწრო მასშტაბებს. შესაბამისად, ხშირად იცვლის პროფესიულ მიმართულებას, ჰობის და გარემოცვას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ახალ-ახალი შთაბეჭდილებები მიიღოს.

მერწყული - თამამად შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენ ორთან შედარებით, ყველაზე დაუმორჩილებელი და არაპროგნოზირებადი ინდივიდია. მერწყულს თავისუფლება ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს, ამიტომ სამსახური თავისი გრაფიკით, დედლაინებით და ა.შ. მისთვის ხშირად მიუღებელი და მტანჯველი მოვალეობაც კია. მერწყულის პროდუქტიულობა მისი თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებული პირდაპირპროპორციულად. შესაბამისად, დამქირავებელს უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის ადამიანები უმჯობესია ე.წ. "აუთსორსის" ტიპის სამსახურში დააკავოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს ადამიანის
კარგი და ჰარმონიული პარტნიორული კავშირისთვის დამეთანხმებით
ასტროლოგები თვლიან, რომ ოქტომბერი ყოველთვის
სხვა სიახლეები
როდის არიან ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ზოდიაქოს ბებიები
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან იშვიათად
ფინანსური სტაბილურობა, ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის
ასევე დაგაინტერესებთ