ყველაზე იოლად აღსაზრდელი ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - TOP სამეული
 ყველაზე იოლად აღსაზრდელი ბავშვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - TOP სამეული
არავისთვის საიდუმლო არაა ალბათ ის ფაქტი, რომ მშობლის სტატუსი საკმაოდ რთული რეგალიაა და პატარას გაზრდას დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება. თუმცა, არსებობენ ბავშვები, ვისი აღზრდა-განათლებაც მშობლებს საკმაოდ დიდ ჯაფად და ნერვიულობად უჯდება. ჩვენი საიტის მკითხველებს უკვე ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ სტატიას, ყველაზე რთულად აღსაზრდელი პატარების შესახებ. ამჯერად კი გვინდა იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, ვისი აღზრდაც, ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათბლების მიხედვით გაცილებით იოლი და სასიამოვნოა.


ქალწული - მართალია, ღრმა ბავშვობაში ცოტა პრეტენზიული და მტირალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვების საკითხებს ეხება, მაგრამ უკვე წამოზრდილი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა დედ-მამისთვის ნამდვილი საჩუქარი შეიძლება გახდეს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები, იშვიათად გამოირჩევიან დაუმორჩილებელი ხასიათითა და თვითნებობით. ქალწული მზრუნველი და სხვების დახმარებაზე ორიენტირებული ნიშანია. ამიტომ თქვენი შვილი თამამად შეგიძლიათ დაიხმაროთ სხვადასხვა ტიპის საოჯახო საქმეების შესრულებისას, ან დაავალოთ უმცროსი და-ძმის მოვლა-პატრონობა. ერთსაც და მეორესაც იგი ხალისით და დიდი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს.


თხის რქა - "პატარა დიდები" ასე ეძახიან ხუმრობით ასტროლოგები თხის რქის ნიშნით დაბადებულ ბავშვებს. ზოდიაქოს ამ ნიშანს, განსაკუთრებული ამტანობა და პასუხისმგებლობის უზომოდ დიდი გრძნობა ახასიათებს. ამიტომ ბავშვი თხის რქა, უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩევა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. მისთვის ოჯახი წმინდათა წმინდაა, არამხოლოდ ბავშვობის ასაკში მთელი სიცოცხლის მანძილზე. პატარა თხის რქა სიამოვნებით ბაძავს დიდებს და მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლები "დიდებისთვის განკუთვნილ" საქმიანობაში ჩართვის უფლებას აძლევენ ხოლმე. ეს შეიძლება იყოს დედასთან ერთად საყიდლებზე სიარული, ან მამასთან ერთად ავტომობილის შეკეთება.


თევზები - რბილი, მეოცნებე და ძალზე ემოციური ბავშვია. სამაგიეროდ, არასოდეს გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათის სირთულით ან ჭირვეულობით. უყვარს ზღაპრები და შეუძლია სახლში პერიოდულად თეატრალური სპექტაკლებიც დადგას, სადაც საყვარელ გმირებს განასახიერებს. იგი მოსიყვაურლე და დამყოლი პატარაა, დედის ან მამის გაბრაზებას ყოველთვის ერიდება. ამის გამო, ხშირად უჭირს საკუთარი მოთხოვნებისა და სურვილების გაჟღერება. თუმცა მშობლების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ სასურველია, მასში ამ თვისების გაძლიერებას ხელი შევუშალოთ და პატარა თევზს ვასწავლოთ საკუთარი შეხედულებების თამამად დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ასოციალური და გაუბედავი ადამიანი გაიზრდება. რომელსაც ძალიან გაუჭირდება სამომავლოდ ადგილის პოვნა ცხოვრებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ მშობლებისგან განსაკუთრებული წახალისება
ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ პატარები განსხვავებული ფსიქოლოგიური მონაცემებით ევლინებიან ქვეყანას.
როგორი იქნება 2016 წელში დაბადებული თქვენი პატარა
მაიმუნის წელში დაბადებული თქვენი პატარა ანცი, მოუსვენარი, საოცრად გამჭრიახი და მოქნილი იქნება.