სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ლომი?
სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ლომი?
ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა , არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს. 

ლომის თავსებადობა სხვა ნიშნებთან:

ლომი-ვერძი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, როგორც მენტალური ისე სექსუალური თავსებადობის კუთხით. ერთიც და მეორეც ვნებიანი, ტემპერამენტიანი ნატურაა. თუმცა ვერძისთვის დამახასიათებელი თვისება იყოს ურთიერთობაში ლიდერი, ხშირად აღიზიანებს თავმოყვარე ლომს. თუმცა, მათ შორის კამათი, ყოველთვის ამაღელვებელი შერიგებით და კარგი სექსით სრულდება.

ლომი-კურო – ერთი შეხედვით რომანტიულად დაწყებული კავშირი, შესაძლოა მალე ხელჩართულ ომში გადაიზარდოს იმის გამო, რომ ორივე ზედმეტად პრინციპული და ჯიუტია. მათი მუდმივი შეჯიბრი პირველობისთვის, ხშირად ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის ოჯახში. ამიტომ ამ წყვილის ხანგრძლივი კავშირი, საკმაოდ პრობლემატური და კონფლიქტებით სავსე იქნება.

ლომი ტყუპი – საკმაოდ კარგი წყვილია. ტიპიური ტყუპი მარტივად ახერხებს მოაჯადოოს და მოხიბლოს ლომი. მართალია მისი ცვალებადი, თავქარიანი ხასიათი ხანდახან პრობლემასაც შექმნის, მაგრამ ლომი ტყუპთან იღებს იმ სექსუალურ მრავალფეროვნებას, რაც მას ასე ესაჭიროება, ამიტომ მცირეოდენ ლაფსუსებს თუ არ ჩავთვლით ამ ორის კავშირი იდეალური იქნება.

ლომი-კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. ლომისთვის დამახასიათებელი ფლირტის სიყვარული ხშირად აღიზიანებს ბუნებით მესაკუთრე კიბორჩხალას. თუმცა მათ შორის სექსუალური მიზიდულობა ძალიან დიდია და ლომი კირჩხიბისთვის მზრუნველი, თბილი და ნაზი პარტნიორია, რაც ასე ძალიან ესაჭიროება კიბოს სექსუალური კუთხით საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად.

ლომი-ლომი – საძინებელ ოთახშიც ისევე როგორც სხვაგან, ლომი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ რამდენად მოთავსდება ერთ საწოლში ორი ბატონობის მოყვარული ინდივიდი აი ეს არის გასარკვევი. თუმცა თუკი ისინი ეგოისტური "მეს" ნაცვლად გამოიყენებენ სიტყვას "ჩვენ", შესაძლოა მათ შორის სრული იდილიაც შეიქმნას, იმიტომ რომ მოთხოვნილებები და ტემპერამენტის მსგავსება საკმაოდ კარგ ფონს ქმნის მათ შორის კარგი სექსუალური თავსებადობის დასამყარებლად.

ლომი-ქალწული – ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომის ცეცხლოვან ტემპერამენტს და სექსუალურ მადას ქალწული ხშირად ვერ აუბამს მხარს. გარდა ამისა, ლომისთვის დამახასიათებელი უფროსობის სიყვარულიც ბევრჯერ გამოიწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუმცა, თუ ლომი ცოტათი შეარბილებს მასთან მენტორულ ტონს, ბუნებით მზრუნველმა ქალწულმა შესაძლოა ძალიან მოინდომოს და პარტნიორს ყოველმხრივ ასიამოვნოს.

ლომი-სასწორი – საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად იმისა, რომ ჰაეროვანი სასწორი ყოველთვის ვერ შეესაბამება ლომის სექსუალურ მოთხოვნებს. მას აქვს ის, რაც ლომს სექსზე არანაკლებ უღირს ურთიერთობაში – ეს არის სითბო, სირბილე და მზრუნველობა. ამიტომ ლომი სასწორთან ხშირად სწორედ ამ თვისებების გამო აბამს ხანგრძლივ ურთიერთობას.

ლომი-მორიელი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით და მხოლოდ!! მაგრამ, როგორც კი მოქმედების არეალი, საძინებელ ოთახს სცდება, მათი ურთიერთობა მყისიერად გადაიზრდება ხელჩართულ ომში, სადაც დათმობა არც ერთს არ სურს. ეჭვიანი, მესაკუთრე მორიელი ვერ ეგუება ლომის თვისებას გამუდმებით მოაწონოს თავი გარშემო მყოფებს, თავის მხრივ ლომს მორიელის მუხანათური საქციელი და ზურგს უკან ქმედებისკენ მიდრეკილება აცოფებს. თუკი ორივე ისწავლის ერთმანეთის აზრის პატივისცემას, კავშირი შესაძლოა იდეალური იყოს.

ლომი-მშვილდოსანი – საკმაოდ კარგი წყვილია. ერთიც და მეორეც ცეცხლოვან ტემპერამენტს და საკმაოდ მზგავს სექსუალურ მოთხოვნილებებს ფლობს. გარდა ამისა, მათში ხასიათების მხრივაც დიდი თანხვედრაა. თუმცა მშვილდოსნის არასტაბილურობა, ზოგჯერ ძალიან აღიზიანებს ლომს, რომელიც თავის მხრივ პარტნიორისგან უპირობო ერთგულებას ითხოვს.

ლომი-თხის რქა – პრაქტიკული თხის რქა, რომელიც ნებისმიერი ურთიერთობიდან გარკვეულ გამორჩენას ელის, ხშირად შეურაცხყოფს ბუნებით იდეალისტ და ამაყ ლომს. ამ ორის ხასიათი და ტემპერამენტი ძალიან განსხვავებულია, თუმცა სექსში შესაძლოა მაინც მოახერხონ ერთმანეთის გაოცება, მაგრამ ხანგრძლივი კავშირი უკონფლიქტოდ ნამდვილად ვერასოდეს ჩაივლის.

ლომი-მერწყული – მათ შორის შესაძლოა ძალიან ორიგინალური და მხურვალე რომანი გაჩაღდეს. ბუნებით ექსპერიმენტატორი მერწყული ყოველთვის შეძლებს ლომში აღფრთოვანება და დაინტერესება გამოიწვიოს. თუმცა ლომი ასევე შეიძლება გააღიზიანოს მერწყულისთვის დამახასიათებელმა ცნობისმოყვარეობამ და ანალიზის უნარმა. მართალია, მერწყულებს ჭკუის სწვალებისკენ მისწრაფება არანაირად არ ახასიათებთ, მაგრამ მათი დაკვირვების საგნად ქცეულ ლომს ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და ეშინია პარტნიორს თვალში სასაცილოდ არ გამოჩნდეს.

ლომი-თევზები – იმ შემთხვევაში თუ ერთიც და მეორეც საკუთარი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელია, შესაძლოა საკმაოდ გართულდეს ურთიერთობა. ტემპერამენტიან, აქტიურ ლომს ნაკლებად აინტერესებს ბუნებით მორცხვი და ემოციურ თევზების საქციელში ფარული მოტივების ძიება. ამიტომ იშვიათად ხვდება პარტნიორის მოთხოვნილებებს ბოლომდე, მით უმეტეს არ ცდილობს დააკმაყოფილოს იგი. ამასთან ერთად, ლომს არ სჭირდება თევზივით ემოციური კომფორტი, რათა სექსუალური კუთხით გაიხსნას. საკმაოდ რთული და არაპერსპექტიული კავშირია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ