სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა სასწორი?
სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა სასწორი?
ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა , არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.




სასწორის სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან

სასწორი-ვერძი – ვერძისთვის სასწორი ოპოზიციური ნიშანია, ამიტომ მანამ სანამ იგი პარტნიორის საუკეთესო თვისებებს ნათლად დაინახვს, შესაძლოა წყვილი არაერთგზის გაიყაროს და ისევ შერიგდეს. მართალია მათ შორის სავსებით შესაძლებელია ჰარმონიული სექსუალური კავშირი, მაგრამ სასწორი ვერძისგან ურთიერთობის დაჩქარებას ვერ აიტანს, ვერძს კი სასწორის მუდმივი ყოყმანი და ორჭოფობა გააღიზიანებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხომ პარტნიორის იდეალიზაციაა დამახასიათებელი. თუმცა თუ ვერძი უხეშ პირდაპირობას მოთოკავს, ურთიერთობას საკმაოდ კარგი პერსპექტივა ექნება.

სასწორი-კურო – ძალიან კარგი კავშირია. სასწორი და კურო, ორივე ვენერით მართული ნიშნებია, ამიტომ კუროსთვის სასწორ პარტნიორს მოაქვს ის, რაც მას ძალიან ესაჭიროება სექსუალური კუთხით ბოლომდე გასახსნელად – ემოციური სითბო და კომფორტი. თავის მხრივ კურო ყოველთვის ითამაშებს დომინანტის როლს საწოლში, რაც ძალიან მოეწონება ბუნებით პარტნიორზე დამოკიდებულ სასწორს.

სასწორი-ტყუპი – მომხიბვლელი, ჰარმონიული და სამაგალითო წყვილია. ერთიც და მეორეც ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ ამ ორს შორის დიდი მსგავსებაა ხასიათებისა და ტემპერამენტის მხრივ, რაც კარგ სექსუალურ თავსებადობას გულისხმობს. არც ერთი არ ტანჯავს მეორეს ეჭვიანობის სცენებითა და სკანდალებით, ამიტომ ისინი შესანიშნავად იცავენ ბალანსს ურთიერთობისას. გარდა ამისა, ორივე ექსპერიმენტებისა და სპონტანური, დაუგეგმავი სექსის მოყვარულია. რის ხარჯზეც მათ ერთმანეთის გვერდით მოწყენა ნამდვილად არ ემუქრებათ.

სასწორი კირჩხიბი – ბუნებით ჰაეროვან, ოპტიმისტ სასწორს ძალიან უჭირს კირჩხიბის ცვალებადი და ოდნავ დეპრესიული ხასიათის გაგება/ატანა. თავის მხრივ, კირჩხიბიც არ გრძნობს თავს დაცულად ცვალებად სასწორთან, რომელიც ღიადაა მიდრეკილი ფლირტისკენ. მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ემოციური კუთხით, რის გამოც შესაძლოა სექსუალური დისბალანსი წარმოიქმნას. ნაკლებად პერსპექტიული კავშირია.

სასწორი-ლომი – საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად იმისა, რომ ჰაეროვანი სასწორი ყოველთვის ვერ შეესაბამება ლომის სექსუალურ მოთხოვნებს. მას აქვს ის, რაც ლომს სექსზე არანაკლებ უღირს ურთიერთობაში – ეს არის სითბო, სირბილე და მზრუნველობა. ამიტომ ლომი სასწორთან ხშირად სწორედ ამ თვისებების გამო აბამს ხანგრძლივ ურთიერთობას.

სასწორი-ქალწული – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმის გამო, რომ ქალწულის რაფინირებული აზროვნების უანრი, ხშირად დათრგუნავს რომანტიკულ სასწორს. ქალწული ყველაფერს ობიექტურად და რეალისტურად უყურებს, მათ შორის სექსსაც. სასწორს კი პირველ რიგში სექსამდე, რომანტიკა და ლამაზი ემოციები სჭირდება, რომელიც მას ამ მომენტამდე მისვლას გაუადვილებს. მაგრამ ყველაფერ ამაზე დროის ხარჯვა, ნაკლებად უჯდება ჭკუაში მატერიალისტ ქალწულს.

სასწორი-სასწორი – მათ შორის ძალიან ბევრია საერთო, როგორც ტემპერამენტის, ისე მენტალობის კუთხით. ორივეს უყვარს ჰარმონია, კომფორტი და პარტნიორისთვის სიამოვნების მინჭება. თუმცა პრობლემა ისაა, რომ არც ერთს არ სურს მოიხსნას "ვარდისფერი სათვალე" და ცხოვრებისეულ პრობლემებს თვალი გაუსწოროს. ამიტომ, მათ შორის ხანგძლივ ურთიერთობაზე მეტად, მოკლევადიანი ლამაზი რომანი იქნება პერსპექტიული.

სასწორი-მორიელი – ტიპური მორიელი, ზედმეტად ეჭვიანი და პირქუშია, ჰაეროვანი და მსუბუქი სასწორისთვის. ამიტომ ამ უკანასკნელის სილაღეს და მიდრეკილებას მსუბუქი ფლირტისკენ, მორიელი ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აღიქვამს. გარდა ამისა, ისინი არც სექსუალური კუთხით არიან ჰარმონიულად თავსებადი. სასწორი სექსს ურთიერთობის გარკვეულ დანამატად აღიქვამს, მორიელისთვის კი სექსი უმთავრესი ბაზისია პარტნიორობისას. აქედან გამომდინარე, მათი ერთად ყოფნა საკმაოდ სადაო საკითხია.

სასწორი-მშვილდოსანი – საკმაოდ კარგი კავშირია, როგორც სექსუალური ისე მენტალური კუთხით. სასწორი აღფრთოვანებული იქნება მშვილოდსნის მრავალმხრივობით, ოპტიმიზმითა და იუმორის მოჭარბებული გრძნობით. თავის მხრივ მშვილდოსანიც დააფასებს სასწორის დიპლომატიურ მიდგომას და სურვილს ყოველთვის იყოს მზად მასთან ერთად თავგადასავლების საძებნელად.

სასწორი-თხის რქა – მართალია, ამ ორს შორის ძლიერი სექსუალური მიზიდულობა იჩენს თავს ნაცნობობის პირველივე ეტაპიდან, მაგრამ სასწორისთვის დამახასაითებელი სირიბილე, კომფორტის სიყვარული და გამუდმებული მერყეობა გააფთრებამდე მიიყვანს თხის რქას, რომელიც ვერ იტანს ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებს. ამიტომ ხასიათების რადიკალური სხვაობის გამო, ამ ორს შორის ხანგრძლივი კავშირი პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასწორი-მერწყული – ერთ-ერთი იდეალური და ჰარმონიული წყვილია. ურთიერთობა როგორც წესი, ყოველთვის მერწყულის მიერ დაწერილი ორიგინალური სცენარით ვითარდება, რომელსაც სასწორი სიამოვნებით ააყოლებს საკუთარი ცხოვრების რიტმს. მათ შორის შესანიშნავი თანხვედრაა, როგორც ემოციური, ისე სექსუალური, მენტალური და ინტელექტუალური კუთხით.

სასწორი-თევზები – საკმაოდ რთული და პრობლემური კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სასწორის ჰაეროვანი ზედაპირული ბუნება, ვერაფრით ითავისებს თევზების დრამატიზმსა და ემოციურ სიღრმეს. თევზს გამუდმებით მოეჩვენება, რომ პარტნიორი მასთან მოწყენილია, სასწორი კი გადამეტებულ ემოციურობასა და მესაკუთრეობაში დაადანაშაულებს თევზებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ