სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა თხის რქა?
სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა თხის რქა?
ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს. 



თხის რქის სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან


თხის რქა ვერძი - საკმაოდ რთული კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერძის ფეთქებადი ტემპერამენტი და ექსპერიმენტების სურვილი საწოლში, ტრადიციულ და თავშეკავებულ თხის რქას საგონებელში აგდებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტემპერამენტის მხრივ თხის რქა ვერძს რამეთი ჩამოუვარდება. მთავარია, ამ ორს შორის ემოციური ბალანსი შედგეს, დანარჩენი კი უკვე თავისით დალაგდება საძინებელ ოთახში.

თხის რქა კურო - ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია. ისინი ერთმანეთს არამარტო ხასიათით, სექსუალური ტემპერამეტის მხრივაც ძალიან ჰგვანან. არც ერთი მათგანი არ ხასიათდება ვნებების აყოლით და საწოლ ოთახში სიგიჟეების კეთებისკენ მიდრეკილებით. მათ შეუძლიათ ერთმანეთს სიამოვნება მიანიჭონ როგორც საწოლში, ისე ყოველდღიურ ურთიერთობაში როგორც მეუღლეებმა. ამ ორის ურთიერთობა პატარ-პატარა წვრილმანებისგან შედგება, რაც საბოლოო ჯამში მყარ და ხანგრძლივ კავშირს ქმნის პარტნიორებს შორის.

თხის რქა ტყუპი - კონსერვატორული, დინჯი და საშინლად ჯიუტი თხის რქისთვის, ტყუპი ბავშვობაში ჩარჩენილი მოზარდია, რომელსაც არა და არ სურს გაზრდა. ამიტომ იგი ყოველთვის შეეცდება შეზღუდოს ამ უკანასკნელის თავისუფლება და ზრდასრული ადამიანივით მოქცევა აიძულოს. რასაც აუცილებლად მოჰყვება ხმაურიანი გარჩევები, რომელიც პერიოდულად შესაძლოა ვნებიანი შერიგებითაც დასრულდეს, მაგრამ მთლიანობაში კარგი სექსი მაინც ვერ გადაარჩენს ამ ურთიერთობას.

თხის რქა კირჩხიბი - მათ შორის ძალიან ძლიერი მიზიდულობაა სექსუალური კუთხით და ხშირად საკმაოდ ჰარმონიული კავშირიც დგება, იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბი ზედმეტად ბევრ ემოციას არ მოითხოვს ბუნებით ცივი და თავშეკავებული თხის რქისგან. სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობის მოყვარული თხის რქა აბსოლუტურად ცივი და უემოციო გახდება მის მიმართ.

თხის რქა ლომი - პრაქტიკული თხის რქა, რომელიც ნებისმიერი ურთიერთობიდან გარკვეულ გამორჩენას ელის, ხშირად შეურაცხყოფს ბუნებით იდეალისტ და ამაყ ლომს. ამ ორის ხასიათი და ტემპერამენტი ძალიან განსხვავებულია, თუმცა სექსში შესაძლოა მაინც მოახერხონ ერთმანეთის გაოცება, მაგრამ ხანგრძლივი კავშირი უკონფლიქტოდ ნამდვილად ვერასოდეს ჩაივლის.

თხის რქა ქალწული - საკმაოდ კარგი, ჰარმონიული და პერსპექტიული კავშირია. მათი ტემპერამენტი ისევე როგორც ხასიათი, მსგავსია. თხის რქას შეუძლია ქალწული ბოლომდე გახსნას სექსუალური კუთხით. თუმცა პრობლემას შექმნის თხის რქის დიქტატორული ხასიათი და ურთიერთობაში დომინირებისკენ მიდრეკილება. თუკი ქალწული ამ ფაქტს გაგებით და მორჩილებით შეხვდება, კავშირი იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს.

თხის რქა სასწორი -მართალია, ამ ორს შორის ძლიერი სექსუალური მიზიდულობა იჩენს თავს ნაცნობობის პირველივე ეტაპიდან, მაგრამ სასწორისთვის დამახასაითებელი სირიბილე, კომფორტის სიყვარული და გამუდმებული მერყეობა გააფთრებამდე მიიყვანს თხის რქას, რომელიც ვერ იტანს ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებს. ამიტომ ხასიათების რადიკალური სხვაობის გამო, ამ ორს შორის ხანგრძლივი კავშირი პრაქტიკულად შეუძლებელია.

თხის რქა მორიელი - ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათის გარკვეული შტრიხებით. ორივე წინდახედული, გარეგნულად ცივი და შინაგანად უზომოდ ემოციურია. მათ შორის დიდი ფიზიკური მიზიდულობაა და სექსიც, როგორც წესი, ყოველთვის არაჩვეულებრივი აქვთ. გარდა ამისა, ჰარმონიულად ეწყობიან ერთმანეთს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ერთისთვისაც და მეორესთვისაც უმთავრესი პირობაა ურთიერთობის გასაგრძელებლად.

თხის რქა მშვილდოსანი - საკმაოდ პრობლემატური წყვილია თუ საქმე ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ. მშვილდოსანი თავგადასავლების, რისკისა და ექსპერიმენტების დიდი მოყვარულია, როგორც ცხოვრებაში ისე პირადი ურთიერთობისას, მათ შორის სექსშიც. ამიტომ ბუნებით ფრთხილ, კონსერვატორ და ტრადიციულ თხის რქას, ძალიან უჭირს ფეხი აუწყოს მის "ოფოფებს". სექსუალური მიზიდულობა დიდია, თუმცა ხასიათების რადიკალური სხვაობა აფუჭებს საქმეს.


თხის რქა თხის რქა - მათი რომანტიული ლტოლვა ძალიან მალე გადადის რუტინაში. თუმცა მათ შორის ყალიბდება მიჩვევა და თუ ისინი ერთი და იგივე მიზნისკენ მიდიან, პროფესიული ან ბიზნესის კუთხით შესაძლოა კავშირი მყარი იყოს, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკური თვალსაზრისით ინტერესი მათ შორის მალე ნელდება.

თხის რქა მერწყული - ამ ორს შორის სექსუალური ლტოლვა და მხურვალე რომანი, შესაძლოა ძალიან კარგ მეგობრობაში გადაიზარდოს. თხის რქისთვის რთულია, დააკმაყოფილოს მერწყულის მოთხოვინილება ექსპერიმენტების მიმართ. არა იმიტომ, რომ მას საამისოდ ტემპერამენტი არ უწყობს ხელს, არამედ იმიტომ რომ იგი უბრალოდ ძალიან ჯიუტი და კონსერვატორია. შესაბამისად სიახლეები აშინებს. მერწყული კი ყოველთვის ეძებს ნოვაციას. მათ შორის სექსუალური კუთხით.

თხის რქა თევზები
- შესანიშნავი კავშირია. თევზები მარტივად ახერხებენ თხის რქის ამბიციები დააკმაყოფილონ. მათთვის ადვილია ურთიერთობაში თხის რქის დომინანტურ ფიგურად აღიარება. ამასთან ერთად, თევზი წაახალისებს კიდეც თხის რქას, რაც მას თავდაჯერებას შესძენს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო გაიხსნას სექსუალური კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ