ქალი კურო და მამაკაცი სასწორი
ქალი კურო და მამაკაცი სასწორი
"ახლა ვხვდები, რა არ მაძლევდა მოსვენებას – ეს ხუმრობა მუდამ თავში მიტრიალებდა".

იდეალური წყვილი – ხუან და ევა პერონები


წარმოიდგინეთ შემდეგი სცენა: კურო ქალი მოწყენილია, გაბრაზებულიც კი. რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა. მას ასე სურს, რომ გაბუსხული იჯდეს. მოდის სასწორი მამაკაცი და გვერდით უჯდება. ხელზე ნაზად ჰკიდებს ხელს, უღიმის და თვალებში უყურებს.
– ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება, – მშვიდად ამბობს მამაკაცი.
– არ იქნება. მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ არ იქნება, არ იქნება, არ იქნება – ჯიუტობს კურო.
– იქნება. ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება. – ისევ უმეორებს სასწორი, უღიმის და ნაზად კოცნის.
მხოლოდ შეყვარებულ სასწორ მამაკაცს შეუძლია კუროს მიმართ ნაზი გრძნობების გამოხატვა. ის მას არასდროს შეურაცხყოფს, დაუყვირებს. პირიქით, ყოველთვის ეცდება შინ მშვიდი ატმოსფერო შეუქმნას. შინ, იმ სახლში, სადაც საყვარელი ადამიანი ეგულება და სადაც არ უნდა იყოს, გული მაინც შინისკენ მოუწევს.


Astrologia


კურო–სასწორის წყვილი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებს. ორივეს ერთნაირი გემოვნება აქვს. სახლის მორთვაც ერთნაირად ეხერხებათ. საყიდლებზე ხელჩაკიდებულები დადიან. მათი სახლი გემოვნებითაა მოწყობილი. მისაღები–კაბინეტი–ბიბილიოთეკა–ჰოლი ნაზ ფერებში აქვთ მოწყობილი. მშვიდი გარემო, ნაზი ფერები, რომანტიკული განათება, წიგნები, ნახატები (ფოტოები), რბილი ავეჯი – ორივეს არჩევანია. მათი სახლიდან მუსიკაც მშვიდი ისმის (მამაკაცი სასწორი მუსიკას მხოლოდ კუროს შინ არყოფნის დროს აუწევს ხმას).
კურო ქალი შესანიშნავი დიასახლისია. ის მუდამ გაანებივრებს თავის სასწორ მამაკაცს გემრიელი კერძებით, დესერტებით. წონამომატებულები კი შეიძლება სპორტდარაზშიც ერთად წავიდნენ სავარჯიშოდ. მამაკაცი სასწორი შეიძლება მეგობრებთან გასართობად იყოს, მაგრამ, როცა სადილობის დრო მოახლოვდება, შინ გაიქცევა. მას ხიბლავს ინტელექტუალური საუბრები, ბესტსელერების კითხვა და მათი განხილვა, სასიამოვნო მანდილოსნებთან ფლირტი, არ გამოტოვებს სპექტაკლს, ფილმებს, კონცერტებს. კუროს კი ყველაფერზე მეტად ოჯახური გარემო ხიბლავს. შეიძლება სასწორს წვეულებაზეც გაჰყვეს, მაგრამ ერთი პირობით – გვერდიდა არ მოსცილდება. უფრო ურჩევნია, ერთად გაისეირნონ ქალაქგარეთ, ბუნებაში იხეტიალონ. რემონტიც კი ერთად გააკეთონ. სასწორს კი ურთიერთობის გარეშე არ შეუძლია და იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად, კურომ ხანდახან მაინც უნდა მისცეს სასწორს სახლიდან გასვლის (სამსახური არ ითვლება) საშუალება.
საძინებელიც იდეალურად, რომანტიკულ ფერებში აქვთ მოსწყობილი. ვენერას შვილებს სექსუალური პრობლემები არ აქვთ. მაგრამ კურო ქალს მაინც ურჩევნია სექსუალური სიამოვნება მიიღოს, ვიდრე სასწორის რომანტიკულ მსჯელობებს უსმინოს. თუმცა, კონფლიქტი არც ამ საკითხზე ექნებათ და არც სხვა რომელიმეზე.


Astrologia


კურო ისე ზრუნავს სასწორზე, რომ სააბაზანოც კი იდეალურად აქვს მოწყობილი. არომატული საპნები, ძვირფასი ლოსიონები, ფაფუკი პირსახოცები, რბილი ნოხები... შეიძლება წყლის ტემპერატურაც კი შეამოწმოს, რომ სასწორი არ გაუცივდეს, ან ნაზი კანი არ დაეწვას. სამსახურში წასვლამდე კი იდეალურად შეუხამებს მის წინდებს პერანგის ფერთან. მის მამაკაცს მუდამ იდეალურად გაუთოებული, ქათქათა პერანგები აცვია. სასწორი მამაკაცი ამითაც ბედნიერია. ელეგანტურად ჩაცმა ხომ მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სამსახურიდან დაბრუნებულ სასწორს კი, როგორც ყოველთვის გემრიელი სადილი ელის და პირადი ფსიქოლოგის როლში – ცოლი, რომელიც მოუსმენს, დაარიგებს, ურჩევს. სასწორი აფასებს კუროს პრაქტიკულ ჭკუას, რომელსაც ხშირად ჩამოჰყავს ღრუბლებიდან. თუმცა, გაჯიუტებული კუროს რისხვაც უნდა აიტანოს. მაგრამ როგორც კი სასწორს საკუთარი თავის რწმენა გაეფანტება, კურო მომანტალურად მოაგვარებს სიტუაციას. და რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავის მამაკაცს განწყობას გაუუმჯობესებს.
და რა მნიშვნელობა აქვს, რომ გარშემო უამრავი ლამაზი ქალი ან კაცი დადის. მათთვის ეს სულერთია. მათ იპოვეს ერთმანეთი. ისინი ხელჩაკიდებულები გააგრძელებენ ცხოვრებას და აღარასდროს გაუშვებენ ხელს ერთმანეთს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ