ვექტორული კავშირები ანუ ვინ არის ჩვენი მონა და ვინ ბატონი?
ვექტორული კავშირები ანუ ვინ არის ჩვენი მონა და ვინ ბატონი?
ნებისმიერი სახის  ურთიერთობა, კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამოდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით, სათითაოდ გავეცნოთ მათ...





ურთიერთობის ტიპი – "მონა-ბატონი" – ე.წ. ვექტორული ურთიერთობა

მონა-ბატონი

ვერძი      მორიელი 
კურო        მშვილდოსანი
ტყუპი       თხის რქა
კირჩხიბი    მერწყული
ლომი              თევზები
ქალწული          ვერძი
სასწორი            კურო
მორიელი           ტყუპი
მშვილდოსანი   კირჩხიბი
თხის რქა             ლომი
მერწყული          ქალწული
თევზები             სასწორი



ჩვენგან მერვე ნიშანთან ყოველთვის რთულია რომანტიული და პარტნიორული ურთიერთობები. უძველეს ასტროლოგებს მიაჩნდათ, რომ მერვე ნიშანი სიკვდილის, ტრანსფორმაციის, საბედისწერო სიყვარულის სიმბოლოა. ჩვენგან მერვე ნიშანთან ყოველთვის გვაქვს, გაურკვევლად ძლიერი მიზიდულობა. ამიტომაც ეძახიან ასტროლოგები ამგვარი ტიპის ურთიერთობას ვექტორულს. მერვე ნიშნის პარტნიორთან ჩვენ ყოველთვის გვიჩნდება აუხსნელი და ძალიან ძლიერი ემოციები, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და მაგნიტივით ვეწებებით მას. ამასთან ერთად, სექსუალური თავსებადობის კუთხით ეს არის კავშირი, რომელიც იდეალურ ან იდეალურთან მიახლოვებულ ურთიერთობას განაპირობებს. მერვე სახლი ხომ სექსის თემას კურირებს ზოგადად. თუმცაღა ოჯახური ცხოვრებისთვის, ჩვენი კავშირი მერვე ნიშანთან ძალზე რთული და პრობლემატურია.
მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ "მელას მაინც თავისი მაღრჩობელა უყვარსო".



ცნობილი ვექტორული წყვილი – ალფრედ მიუსე და ჟორჟ სანდი


ალფრედ მიუსესთვის (მშვილდოსანი) ჟორჟ სანდი (კირჩხიბი) მერვე ნიშანი გახლდათ. ამ ორის სასიყვარულო კავშირმა თავის დროზე მთელი საფრანგეთი აალაპარაკა. საზოგადოება ამაოდ ცდილობდა დასკვნის გამოტანას, მაინც რატომ იყვნენ ისინი ერთად, როცა ერთად ყოფნა ასე ძვირი უჯდებოდათ. ერთიც და მეორეც მიუხედავად ერთმანეთისთვის მიყენებული ტკივილისა, მაინც აგრძელებდა პარტნიორის სიყვარულს. ისინი ორი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ დენთის კასრზე სახელად – ოჯახი. იყო უამრავი წყენა, ღალატი, დრამატული ისტორიები.

როცა ჩვენს მერვე ნიშანს ვუკავშირებთ ბედს, უნდა ვიცოდეთ, რომ მშვიდი ცხოვრება არ გვეღირსება. ამიტომ ამგვარი ტიპის ურთიერთობა, მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც ბუნებით რისკისა და მძაფრი ემოციების მოყვარულია. როგორც წესი, წყვილში პირველი ემოციურად ჩვენი მერვე ნიშანი ცივდება.

უფრო მეტიც, ვექტორული კავშირები მშობელი-შვილის ურთიერთობაზეც აისახება. ჩვენგან მერვე ნიშნით დაბადებული პირმშო, შესაძლოა აბსოლუტურად არ შეესაბამებოდეს ჩვენს იმედებს. მასთან მუდმივად დაძაბული, პრობლემატური კავშირი გვექნება და იგი აუცილებლად აირჩევს საბოლოო ჯამში იმ გზას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ