თევზი ქალი & მშვილდოსანი მამაკაცი
თევზი ქალი & მშვილდოსანი მამაკაცი
თევზების ზოდიაქო, აბსოლუტურად განსხვავებულ ინდივიდებს წარმოშობს სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის. ზოგიერთი მათგანი ლაქლაქის დიდოსტატია, მაშინ როცა ზოგი თევზი ჭეშმარიტად ”თევზურად დუმს”, ყოველ შემთხვევაში, სანამ ვინმე თავად არ გამოელაპარაკება. ზოგადად, ყველა თევზ ქალს უყვარს გულითადი საუბრები ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად. ეს უდავოა!

თუმცა, ყველაზე მთავარი ღირსება, რაც თევზების ნიშნით დაბადებულ ქალს გააჩნია, მსმენლისა და მრჩევლის უზადო ნიჭია. ზუსტად ამ თვისების წყალობით იწყებს იგი მამაკაც მშვილდოსანთან უხილავი, რომანტიკული ძაფების გაბმას ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ცნობილი ფაქტია, მშვილდოსნებს აუდიტორია ესაჭიროებათ საკუთარი გენიალური იდეების საფრქვევად - ქალი თევზი კი ამ კანდიდატურას სავსებით აკმაყოფილებს. მხოლოდ მას და სხვას თითქმის არავის, ზოდიაქოს საქალეთში შეუძლია აღტაცებული მზერით და სრული გულისყურით, საათობით ისმინოს მშვილდოსნის დემაგოგიური გამოსვლები და ფილოსოფიური მსჯელობა ათასგვარ საჭირბოროტო საკითხებზე.

თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთ დღესაც სიმართლის მოყვარული და აუტანლად პირდაპირი მშვილდოსანი, ქალ თევზს სავსებით ობიექტურად (ყოველ შემთხვევაში მშვილდოსნის აზრით ასე იქნება, ისინი ხომ ხელმძღვანელობენ პრინციპით ”მე ხომ შენთვის ვამბობ”) შენიშვნას მისცემს ან უბრალოდ, არცთუ მთლად ტაქტიანად გააკრიტიკებს. ასეთ დროს, ბუნებით სენსიტიური და ბუტია თევზები უბრალოდ უარს იტყვის, ბედნიერი მსმენელის როლზე და რაღაც პერიოდის მანძილზე მაინც თევზურად ”ჩაიგუბებს პირში წყალს”.

თევზები მართალია, აცნობიერებენ, რომ ცხოვრება საკმაოდ რთული რამაა, თუმცა შენიშვნის მიცემას თუ აპირებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის, მშვილდოსანივით ყურისმომჭრელ სიმართლეს აჯობებს, სასწორივით დიპლომატიური და ლოიალური მიდგომა აირჩიოთ მასთან. თევზის შემთხვევაში დამტკბარი წამალი უფრო ამართლებს და ეფექტურია, ვიდრე ცივი წყლის თავზე გადასხმა. კი, რა თქმა უნდა, იგი ყველაფერ ამას გაიგებს, მაგრამ რაღაც პერიოდის მანძილზე, თუ თქვენ ზუსტად ეს ზემოხსენებული ავყია მშვიდოსანი ბრძანდებით ქალი თევზის სახით ერთგულ მსმენელს და კომფორტულ მრჩეველს აუცილებლად დაკარგავთ. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ამ უკანასკნელს გაბრაზება რაღაც დოზით მაინც არ გადაუვლის.

მოსმენის ნიჭი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს დაჰყვა თან მმართველი პლანეტების გავლენის მიხედვით მერწმუნეთ, ყველა მეორეს არ გააჩნია ამქვეყნად. თევზები კარგ მსმენელებად იბადებიან. ეგოიზმისგან სრულად თავისუფალი თანაგრძნობის ნიჭი რომელიც თევზ ქალებს გააჩნიათ არ შეიძლება ადამიანმა აითვისოს რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ტრენინგზე. ეს ნიჭი ან გაქვს, ან - არა.

როცა ქალი თევზი, მამაკაცი მშვილდოსნის იდეებს და შეხედულებებს, მის ცხოვრებისეულ თავგადასავლებს უსმენს ის ფაქტობრივად ყველაფერს საკუთარ თავში ატარებს, როგორც პრიზმა. ამიტომ მშვილდოსანი გრძნობს, რომ ამ ქალს ყველა მისი სიტყვის სჯერა და რეალურად აღელვებს ის თუ რას განიცდის იგი. მშვილდოსნებისთვის კი, მოგეხსენებათ თავის შეყვარება ადვილია თუკი უპირობოდ და წრეგადასულად გჯერათ მისი.

ასტროლოგიური გათვლების მიხედვით, თევზები-მშვილდოსანი, ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალის იდეალურ ან თუნდაც იდეალურთან მიახლოებულ წყვილად. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ამ ორ ადამიანს, სავსებით აქვს შანსი ერთად ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის. პლუს ამას, მათ შეუძლიათ ბევრი მისცენ ერთმანეთს როგორც მენტალურად, ისე ემოციურად გამოცდილების თვალსაზრისით.

თანდაყოლილი ფსიქოლოგიური ნიჭის და კარგი ინტუიციის წყალობით, ქალი თევზი ნებისმიერი პარტნიორის ”გახსნას” ახერხებს მარტივად. მით უმეტეს, როცა საქმე ისედაც არც თუ მაინცდამაინც ჩაკეტილ ნიშანს - მშვილდოსანს შეეხება. თუმცა, გულახდილი საუბრების გარეშეც ბევრი იცის თევზმა, მშვილდოსნის შესახებ. მშვილდოსნები ხომ ზოგადად, არაფერს მალავენ. ამიტომ თუ რაიმე გაინტერესებთ შეგიძლიათ ყოველთვის, ღიად ჰკითხოთ ამ მამაკაცს. თუმცა, სიმართლე რომელსაც ის წამის მეასედში გადმოგილაგებთ (მაგალითად თავისი ყოფილების შესახებ, რომელთა შესახებაც საუბარი მას ისეც ძალიან უყვარს) თუ თქვენ თევზი ხართ, მეეჭვება, რომ სასიამოვნო იყოს მოსასმენად.

მშვილდოსან მამაკაცს, თუკი მის პირად რუკაზე მთვარე ან ასცენდენტის ნიშანი წყლის სტიქიაში არაა განლაგებული, ნაკლებად შეეშინდება ქალი თევზის ინტუიციის და ფსიქოლოგიური უნარების. ამ კაცს ძალიან უყვარს სიმართლე, შესაბამისად, თავგადაკლულად ითხოვს, რომ სხვებიც ისეთივე პირნათელი იყვნენ ურთიერთობაში, როგორიც თავადაა. თუმცა, თევზის და მშვილდოსნის გადმოსახედიდან თავად სიტყვების ”სიმართლე” და ”სამართლიანობის” დეფინიციაა აბსოლუტურად სხვადასხვანაირი. მშვილდოსანს თუ სიყალბე და თავის მოჩვენება აღიზიანებს, თევზები პირიქით ზედმეტ სიხისტეს და პირდაპირობას გამოჰყავს წონასწორობიდან.

ამიტომ საიმისოდ, რომ ამ წყვილში ჰარმონია ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, ორივემ ისწავლოს ერთმანეთის მოსმენა და ანგარიშის გაწევა. მშვილდოსანს მოეთხოვება, მინიმუმ სასწრაფო წესით მაინც მოიხადოს ბოდიში პერიოდულად, უტაქტოდ წამოსროლილი შენიშვნების გამო, რათა თევზი ქალი ხანგრძლივი ვადით არ გაემიჯნოს მას. თევზს კი ასტროლოგები ურჩევენ, თავის მხრივ ყოველთვის მაქსიმალურად პირნათელი და გულწრფელი იყოს თავის მშვილდოსანთან თუ არ უნდა, რომ ამ უკანასკნელმა იგი მოღალატეობაში და მატყუარობაში დაადანაშაულოს.

სექსუალური თავსებადობა ამ წყვილში ხშირად აბალანსებს იმ მწვავე პრობლემებს, რომელზეც სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ. ორმაგი მამაკაცური ენერგეტიკა (მშვილდოსანი) და ორმაგი ქალური ენერგეტიკა (თევზები) შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს სექსში. გარდა ამისა, ამ წყვილში საკმაო დოზით იქნება მრავალფეროვნებაც სექსუალური კუთხით, იმიტომ რომ იდეალურ ნიშნებს, რომელსაც ეს ორი განეკუთვნება, ახასიათებთ კარგი ფანტაზიის უნარი და გარდასახვის იშვიათი ნიჭი, რაც სავსებით შეიძლება ზუსტად რომ ფიზიკური კონტაქტისას გამოვლინდეს მთელი სიძლიერით.

საერთო თანმმართველი პლანეტის - იუპიტერის გავლენით, ამ წყვილს მიუხედავად ბევრი განსხვავებისა როგორც ფისქოლოგიური ისე ცხოვრებისეული შეხედულებების კუთხით, რეალურად აქვს შანსი სამომავლოდ კარგი ოჯახი შექმნას. იუპიტერი წარმატების, კეთილდღეობის და ”სიხარულის გაბევრების” პლანეტაა. ამიტომ მის ”შვილებს” იგი აუცილებლად აძლევს შანასს საიმისოდ, რომ სულ ცოტა მოთმინების და ცხოვრების პოზიტიურ ჭრილში ხედვის წყალობით პარტნიორული კავშირი, სამომავლოდ იდეალურთან მიახლოვებულ ურთიერთობად აქციონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ამ სტატიის დაწერისკენ ჩემ გარშემო არსებულმა დიეტების ბუმმა მიბიძგა.
დამეთანხმებით ალბათ მიზეზები, რისთვისაც ადამიანები ღალატზე მიდიან
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ
როგორ გგონიათ, ქალის ხასიათში მიტევებისა და დათმობის უნარი
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ