მამაკაცი მერწყული & სასწორი ქალი
მამაკაცი მერწყული & სასწორი ქალი
თუკი ამ ორს გარკვეული გავლენა არ გააჩნია პირად რუკაზე ცეცხლის სტიქიის ან მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მორიელის, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათ ურთიერთობაში პერიოდულად "მოკლე ჩართვებს" და განშორება-შერიგების კალეიდოსკოპს, შეიძლება ურთიერთობის საწყის ეტაპზევე შეთანხმდნენ, ვინ არის წყვილში "პირველი ვიოლინო" და ვის ეკისრება წყვილში ლიდერის როლი.

თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, რომ როგორც არ უნდა ჩანდეს ხალხში - სასწორი ქალი იქნება ათიდან ცხრა შემთხვევაში წყვილის "მამაკაცური ნაწილი", რომელიც თუმც კი რბილად და დიპლომატიურად, მაგრამ მაინც ერთპიროვნულად მართავს ამ კავშირს.

მერწყულის ზოდიაქოს ასტროლოგები ოდითგანვე მიაწერენ ბისექსუალურ ენერგეტიკას, ამიტომ მამაკაცი მერწყული საკმაოდ ლოიალურად ეკიდება ქალის დომინანტურობას ურთიერთობაში. მისთვის ზოგადად მეგობრული და თანასწორუფლებიანი მოდელია მისაღები ცოლ-ქმრული კავშირისას. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, გადანაცვლებული როლები ოჯახში, სადაც ქალი დომინანტია, მამაკაცი კი პასიური, მისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

მაგრამ, სასწორს უნდა ახსოვდეს ერთი უდავო ჭეშმარიტება - მერწყული მუდმივი (ფიქსირებული) ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება და მის მცდელობას საბოლოოდ დაიმორჩილოს და მართოს იგი, ოდესმე მაინც გასაოცარ სიჯიუტეს დაახვედრებს წინ. მერწყულის პრინციპულობას კი მერწმუნეთ, ამქვეყნად მხოლოდ თხის რქის ჯიბრიანობა თუ მიედრება.

ეს ის კაცია, რომელსაც ვერაფრის დიდებით დაძრავთ ადგილიდან და ვერ აიძულებთ უკან დახევას თუკი მიაჩნია, რომ პოზიცია, რომელსაც იგი აფიქსირებს სწორი და მართებულია. თუმცა, როცა ვსაუბრობთ სიმართლესა და სამართლიანობაზე უნდა გავმიჯნოთ ეს ცნებები; მერწყული თავის სიმართლეს იცავს, სამართლიანობა კი ზოგადად - სასწორის პრეროგატივას განეკუთვნება. ეს ნიშანი ხომ გასაოცარი სამართლიანობით გამოირჩევა. ამიტომ ზუსტად ეს საკითხი გახდეს შეიძლება ამ ორს შორის კონფლიქტის მიზეზი. სასწორი იცავს იდეას, ზოგად ფორმულირებას თუ რა არის სწორი და სამართლიანი, მაშინ როცა მერწყულს ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებაში მიღებული და აღიარებული აზრი. მისთვის მხოლოდ ერთი სიმართლეა მისაღები - ისიც - საკუთარი. ხოლო, რას იტყვის საზოგადოება, ბოდიში და ყველა მერწყულს ცალ წიხლზე ახატია. მერწყულს სჭირდება დრო საიმისოდ, რომ შეიცვალოს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის რაიმეს (თუნდაც დიპლომატიურად) დაძალება. ამიტომ უმთავრესი რამ, რისი გააზრებაც სასწორ ქალს ამ კაცთან ურთიერთობისას ესაჭიროება არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს მისთვის პირველ რიგში მეგობარი და მხოლოდ ამის შემდეგ, ცოლი და პარტნიორი.

სამაგიეროდ, სასწორი ქალი მერწყულთან კავშირში ბევრ "ბონუსს" მიიღებს. რაც იმაში მდგომარეობს, რომ მას შესაძლებლობა მიეცემა დაკავდეს მეუღლის ნიჭიერების "შეფუთვით", რასაც სასწორზე უკეთ ვერავინ გააკეთებს, თანაც საოცრად კრეატიულად. მერწყული მამაკაცები, როგორც წესი რაიმე ტიპის ტალანტს ფლობენ, თუმცა ნაკლებადამბიციური ხასიათისა და ქაოსურობის გამო იშვიათად იბრძვიან საკუთარი ნიჭიერების დასამტკიცებლად. ცოლი სასწორი კი ზუსტად ის "ოქროს საბადოა", რომელსაც შეუძლია ქმარი მერწყულის ნიჭიერებაში მთელი სამყაროს დარწმუნება. ის შეიძლება იყოს მეუღლისთვის იდეალური მხარდამჭერი, მეგობარი და თანამოაზრე კარიერული სიღრმეების დასაპყრობ გზაზე.

სასწორ ქალს მეუღლის იმიჯის სწორად წარმოჩენა არასოდეს მობეზრდება. იგი ასევე ოსტატურად შეფუთავს ქმრის ისეთ თვისებებს, როგორიცაა დაბნეულობა, ქაოსურობა და ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე დაგვიანების ჩვეულება. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კუთხით სულაც თავად აიღოს თავზე ქმრის გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზება.

ეს არის წყვილი, რომელსაც ყოველთვის აქვს თემა ინტელექტუალური საუბრების გასაჩაღებლად. მერწყულს იდეების ფრქვევა უყვარს, სასწორს კი ამ იდეების აწონ-დაწონა და გაანალიზება. ამ ქალს უყვარს კომფორტი, სილამაზე და ხელოვნება. თუმცა, შესაძლოა ქმარი მერწყული ნაკლებად ან სულაც იზიარებდეს მის ამ მისწრაფებას. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მერწყული ზოგადად ნაკლებად აქცევს ყურადღებას ცხოვრების ესთეტიკურ მხარეს. მას ქაოსში ცხოვრება უფრო ეხალისება. ის იშვიათად ხარჯავს ფულს კომფორტის ნივთებზე, მით უმეტეს ვერ გაიგებს ცოლის ლამაზი ნივთებისა და ფუფუნების საგნებისკენ მისწრაფებას. მეტიც, შესაძლოა მან მეუღლეს ბრალი მფლანგველობასა და სნობიზმშიც დასდოს. რაც აუცილებლად გამოიწვევს ქალი სასწორის გულისწყრომას. ამიტომ შეიძლება ეს თემა დაძაბულობის ერთ-ერთი იზეზი გახდეს ამ წყვილს შორის. თუმცა, აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ჰაერის ნიშნები არ გამოირჩევიან ცეცხლის ნიშნებისთვის დამახასიათებელი მძაფრი ტემპერამენტით და ნაკლებად აქვთ მიდრეკილება ხანგრძლივი აგრესიისკენ. შესაბამისად, კონფლიქტი სასწორი-მერწყულის წყვილში გაცილებით უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ მოგვარდება. რასაც ხელს შეუწყობს შესანიშნავი სექსუალური თავსებადობაც. მერწყულისთვის დამახასიათებელ ექსპერიმენტების სიყვარულს კარგად მოერგება ქალი სასწორის თვისება - მოერგოს პარტნიორის სურვილებს და მამაკაცს თავი აგრძნობინოს აბსოლუტურ დომინანტად საწოლში.

მათი ოჯახი ჰარმონიული და მშვიდი იქნება, იმიტომ რომ, არც ერთი მათგანი არ არის მიდრეკილი აგრესიისკენ. მეტიც, ასეთი წყვილი თამამად შეგიძლიათ მოიწვიოთ ნებისმიერი კონფლიქტის გასანეიტრალებლად. გარდა ამისა, ასეთი ცოლ-ქმარი ჰარმონიულ გარემოში გაზრდის შვილს, რომლის აღზრდაშიც უმთავრესი ქვაკუთხედი ინტელექტუალური განვითარების დონე და მაქსიმალური თავისუფლება იქნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგია საინტერესო და ხშირად ერთობ სახალისო სფეროა.
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე
როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად
როგორ ფიქრობთ, ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ?
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ