მამაკაცი ქალწული & მერწყული ქალი
მამაკაცი ქალწული & მერწყული ქალი
ნებისმიერი ასტროლოგის პირად პრაქტიკაში მოიძებნება ქრონიკული "ბერბიჭებისა" და "შინაბერების" დიდი კომპლექტი, რომელშიც მნიშვნელოვან წილს ქალწულის ნიშნით დაბადებულები იკავებენ. მამაკაცი ქალწული ბუნებით პედანტი და ზედმეტად ფრთხილია. თუკი სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თავს უბედურად გრძნობენ იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა ცხოვრებაში სულაც მარტო დარჩენა არგუნოთ ბედმა, ქალწულს ეს არ ეხება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად შვების პოვნა პირიქით მარტოობაში უფრო გამოსდით, მარტო ყოფნა მათთვის კომფორტია და ზუსტად აქ არის პრინციპული განსხვავება დანარჩენ სამყაროს და ქალწულის ხედვას შორის. ქალწული მარტოობას არც არასოდეს აღიქვამს დიდ ტრაგედიად. მისთვის ეს მაქსიმალური თავისუფლებაა. ამიტომ ძალიან დიდი და ღრმა გრძნობები უნდა გაჩნდეს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის გულში, რომ ქალს საკუთარი დრო, ემოციები და რაც მთავარია, ადგილი დაუთმოს ცხოვრებაში.

აი, რაც შეეხება მერწყულს, მას მუდმივი ძიება ახასიათებს პირადი ურთიერთობების კუთხით. ტიპური მერწყული იშვიათად მისტირის წარსულს ან პარტნიორებს. უფრო მეტიც, იგი ხშირად ზუსტად რომ ახალი ურთიერთობების გამო ანგრევს ძველ, თითქოს და სტაბილურ კავშირს დაუნანებლად. ასტროლოგები თვლიან, რომ მერწყული ამ მეთოდით ქვეცნობიერად დაეძებს იმ უნიკალური, პირველი სიყვარულის გამოძახილს, რომელიც მის ცხოვრებაში წლების წინათ იყო. და ზუსტად ეს იდეალიზაცია უშლის ხელს ამ ხალხს იმაში, რომ ახალი და უფრო მყარი კავშირები ააშენონ. ამასთან ერთად, მერწყული ქალისთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადი საქციელი, არცთუ მაინცდამაინც დიპლომატიური საუბრის მანერა და უნარი, საკუთარი ვითომ დაუკვირვებელი საქციელით შოკში ჩააგდოს მამაკაცები, ქალწულის ნიშნით დაბადებულ კაცს ნაკლებად მოეწონება. იგი ხომ დაბადებიდან წესრიგისა და ეტიკეტის ნორმების მიმდევარი გახლავთ.

თუმცა დასკვნის გამოტანას იმის თაობაზე, რომ მერწყული ქალი ზედმეტად გამომწვევი და ვულგარული ინდივიდია ასტროლოგები არ ურჩევენ ქალწულს. მისი მხრიდან მსგავსი საქციელი გადამეტებულ გულწრფელობას უნდა მიეწეროს უფრო და არამც და არამც ბინძური "თვითპიარის" მცდელობას. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ქალი მშვილდოსნების შემდეგ მერწყულები ყველაზე პირდაპირი ქალები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის. მერწყულს უფრო ახლოს თუ გაიცნობთ, ამ ქალში ბევრი თვისება მოგეწონებათ. თუნდაც ის, რომ მას არასოდეს ახასიათებს სხვებზე ჭორაობის მოთხოვნილება. მერწყული აზრს ამა თუ იმ ადამიანზე მხოლოდ საკუთარი დაკვირვების შედეგად იცვლის. ამასთან ერთად, ქალწულის აღფრთოვანებას აუცილებლად გამოიწვევს ამ ქალის თვითნაბადი ნიჭი და ინტელექტუალურობა. ქალი მერწყულები ზოგადად, შესანიშნავი გონებრივი პოტენციალით არიან დაჯილდოებულნი და ინტელექტუალურ, ერუდირებულ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას. მსგავსი ტიპის კაცები კი ქალწულის ნიშნით დაბადებულთა შორის საკმარისზე მეტია. მათ შორის ბევრი მსგავსებაა სექსუალური კუთხითაც. არც ქალწული და არც მერწყული არ არის მიდრეკილი ბრმად აჰყვეს ვნებას და სექსი მარტოოდენ "სექსის გამო" იქონიოს პარტნიორთან. ეს წყვილი ხანგრძლივად დააკვირდება ერთმანეთს და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის, პერიოდულად "განცალკევების" და საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევის შემდეგ გადაწყვეტს, რომ მათმა სიახლოვემ უკვე საერთო საძინებელშიც უნდა გადაინაცვლოს.

კიდევ ერთი თავისებურება და ამ შემთხვევაში ურთიერთობის გამამყარებელი გარემოება ქალწულსა და მერწყულს შორის არის ის, რომ არც ერთი მათგანი არ ჩქარობს ურთიერთობების დაკანონებას. ერთსაც და მეორესაც პანიკურად ეშინია მოვალეობების, რომელიც, როგორც წესი, ოფიციალური "მეუღლის" სტატუსს მოჰყვება. თუმცა, მერწყული მიუხედავად მისი არაპროგნოზირებადობისა, თუკი აცნობიერებს, რომ ადამიანი ბოლომდე უყვარს, საკუთარ დამოკიდებულებას მარტივად გაამყარებს ქორწინებით. მაშინ როცა ქალწულს აუცილებლად ექნება სურვილი ბოლო წამამდე გაწელოს და გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია. ამ ყველაფერმა კი სავსებით შესაძლებელია კამათი და მხურვალე დაპირისპირებაც გამოიწვიოს წყვილს შორის. მერწყული ჩათვლის, რომ პარტნიორი მას უბრალოდ არ ენდობა.

ქალწული მუტაბელური ნიშნის მატარებელია, პლანეტა მერკურის ნეიტრალური ბუნების გამო იგი არ არის მამაკაცურად უხეში ან ცივი, როცა მისი ემოციები პარტნიორის მიმართ ჩამოყალიბებული და გააზრებულია. ამიტომ ამ წყვილში კაცი უფრო ნაზი და მზრუნველი იქნება ვიდრე ქალი. თანაც გაიხსენეთ, მერწყული ხომ ორსქესიანი ნიშანია და მასში არის პერიოდულად მაინც გარკვეული მამაკაცური ელემენტების გამოვლინება. ამ წყვილის ერთობლივი ცხოვრება არც კომედიური სიტუაციებისგან იქნება დაზღვეული. ქალწულის პრაქტიციზმი და მერწყულის აბსტრაქტული აზროვნება ერთი ჩვეულებრივი, ბანალური საუზმის დროს შეიძლება გამოვლინდეს - მაშინ როცა ქმარი ქალწული ცოლს ცუდად გარეცხილი თეფშის შესახებ აძლევს შენიშვნას, ეს უკანასკნელი მომენტალურად იწყებს მფრინავი თეფშების შესახებ წინა დღეს ნანახი გადაცემის დეტალებში განხილვას... ხვდებით, სად არის ქალწულის ლოგიკა და სად მერწყულის ნიჭი ყველაფერი საკუთარ ენაზე მოთარგმნოს?

თუმცა, დამეთანხმებით, იუმორის დოზა ამ წყვილს ნამდვილად დასჭირდება და არაერთხელ სიტუაციის განსამუხტავად ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. უკვე შემდგომ კი ამ ორის ცხოვრებაში შესაძლებელია მყარი მეგობრობა ჩამოყალიბდეს, სადაც ცოლ-ქმრის ფუნქციები აბსოლუტური გენდერული ბალანსის მიხედვით იქნება დაცული და საკმაოდ კომფორტული გარემო შეიქმნება საიმისოდ, რომ ასეთ ოჯახში კოსმოპოლიტურად მოაზროვნე, ერუდირებული და ჭკვიანი ბავშვები გაიზარდონ "მსოფლიო მოქალაქეების" სტატუსით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მაინც რა არის ბედნიერება? ზოგისთვის შესაძლოა იგი
ალბათ ძალიან ბევრ ქალს ახალგაზრდა ასაკში უჭირს
მამაკაცთა უმრავლესობისთვის ქალი ამოუხსნელი ფენომენია,
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს ადამიანის
კარგი და ჰარმონიული პარტნიორული კავშირისთვის დამეთანხმებით
როგორ გგონიათ, რატომ ახასიათებს ამა თუ იმ ადამიანს სამუშაო
სხვა სიახლეები
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
ასევე დაგაინტერესებთ