ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ქალი კირჩხიბი & მამაკაცი მშვილდოსანი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა და მშვილდოსან კაცს შორის, გარდა ფულთან დამოკიდებულებისა არის მათი აბსოლუტურად საპირისპირო შეხედულებები ოჯახთან დაკავშირებით. ქალი კირჩხიბისთვის ოჯახის კულტი მთავარია, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნით მშობლებს, შემდეგ მოდის და-ძმა და დანარჩენი ნათესავები. ქალი კირჩხიბი დიდი მოწიწებით ანთებს სანთელს ოჯახურ კერასთან. მამაკაცი მშვილდოსანი არ თვლის, რომ ცხოვრება უნდა მიუძღვნას ნათესავებს. მართალია, ის გულში ინახავს თავისი ახლობლების ფაქიზ სიყვარულს, რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოჩნდება კიდეც საკუთარ ოჯახში საჩუქრებით ხელდამშვენებული. მშვილდოსანი გულუხვია, ის პირველი ეხმარება მშობლებს, და-ძმებს და ნათესავებს, როცა მათ ეს სჭირდებათ, შეუძლია მთელი თავისი ფული ასესხოს მათ, მაგრამ მას სწამს, რომ ნათესავურმა კავშირებმა მისი თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს. ეს კავშირი მას მოაგონებს ყელზე მობმულ ჯაჭვს, რომელსაც შეუძლია მოახრჩოს მისი ინდივიდუალურობა. კაცი მშვილდოსანი სულმოუთქმელად ელოდება იმ მომენტს, როცა შეძლებს ოჯახური მარწუხების გაწყვეტას და თავისი გზით წასვლას, რისკენაც იუპიტერი უბიძგებს. საკუთარი პრობლემების გადაჭრას თავისუფლად ახერხებს, მართალია ხანდახან შეცდომებსაც უშვებს, თუმცა იმდენად ჭკვიანია, რომ ერთ შეცდომას ორჯერ არ დაუშვებს.

კირჩხიბი, ანუ "მთვარეული" ქალბატონი ზემოაღნიშნულ კავშირებს პატივისცემით ეკიდება. მისი აზრით, ოჯახური კავშირები სიმყუდროვისა და სიმშვიდის მომტანია. იმ კავშირის გაწყვეტა, რომელიც აკავშირებს მშობლებთან, ნათესავებთან, შეყვარებულთან ან ქმართან, მისთვის საშინელებაა. ამის გამო ქალ კირჩხიბებს მესაკუთრეებად თვლიან. სინამდვილეში, ეს სულ სხვა რამაა, მათ უბრალოდ არ უნდათ ოჯახური კავშირების დარღვევა, რომ შემდგომ ფსიქოლოგიური ღუზის-საყრდენის გარეშე არ დარჩნენ. ღუზის გარეშე ცურვა კი მათთვის ღრმა და საშიშ ოკეანეში ყოფნას ნიშნავს, კირჩხიბს კი ურჩევნია, რომ ღრმა წყლებიდან შორს დაიჭიროს თავი. ასტროლოგია მათ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, კირჩხიბმა ქალმა და მშვილდოსანმა კაცმა იმედი არ უნდა დაკარგონ და უნდა ისწავლონ კომპრომისზე წასვლა. ისინი ბევრს იკამათებენ: კაცი თავისას ამტკიცებს, ქალი-ნაწყენი რჩება. ქალი კირჩხიბისთვის ისევ და ისევ პრიორიტეტულია დედ-მამასთან ურთიერთობა, კაცი მშვილდოსანი კი თვლის, რომ სწორედ ამის გამო მათი პირადი ურთიერთობები მალე ჩიხში შევა. დროთა განმავლობაში ისინი ან რაღაც ურთიერთშეთანხმებამდე მივლენ, ან ერთ-ერთი მათგანი წავა და კარს გაიხურავს. თუმცა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის საბოლოო განხეთქილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მშვილდოსან კაცს უფრო ადვილად შეუძლია დაანგრიოს ოჯახი, ვიდრე კირჩხიბ ქალს. თუმცა, ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში ამ თავისნათქვამა მშვილდოსანსაც კი გულში სევდა რჩება და განშორებას დიდხანს ვერ უძლებს. მას ხშირად ესიზმრება "მთვარეული ლედი", რომლის მიმზიდველობა და სექსუალურობა მოსვენებას უკარგავს კენტავრს და მალე აღმოაჩენს, რომ ძალიანაც აინტერესებს როგორ ცხოვრობს ქალი უიმისოდ. უკვე ნანობს კიდეც, რომ მოთმინებამ უღალატა და წამოვიდა. პასუხგაუცემელი რჩება ბევრი კითხვაც: როგორ ახერხებს ქალი მის დამორჩილებას, ვერ აუხსნია ქალის ცვალებადი ხასიათის მიზეზიც და მრავალთა და მრავალთა გამო ის უკან ბრუნდება, თანაც ხვდება, რომ ქალი კირჩხიბი იმაზე მეტად აკლია, ვიდრე ელოდა...

ქალ კირჩხიბს ყოველთვის აქვს ბევრი საიდუმლო, მისი მთვარეული ხასიათი თითქოს აძალებს მას ჩაიკეტოს თავის თავში. მას არ მოსწონს, როცა ვინმე ცდილობს მის სულში ჩაძვრომას. თუნდაც, ეს ვინმე მისი საყვარელი მამაკაცი იყოს. კირჩხიბი უმალვე იმალება სიჩუმის მორევში, როცა მამაკაცი რაიმეს ეკითხება, თუნდაც უმნიშვნელოს. მამაკაც მშვილდოსანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, ის შეიძლება არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ ეჭვიანი ნამდვილად არის. ამ ქალს კი თუ უნდა თავად მოუყვება ყველაფერს, მაგრამ ეს ძალით არ უნდა გააკეთებინოთ. ქალი კირჩხიბი ქვეცნობიერად ახერხებს ადამიანები მის მიმართ ნდობით განაწყოს. ისინი უყვებიან ისეთ ამბებზე, რასაც სხვას არ მოუყვებოდნენ.

კირჩხიბი ქალის სტრატეგია ყველაზე მეტად მშვილდოსან კაცზე მოქმედებს. მას უყვარს მოუყვეს ქალს თავის ოცნებებზე, გრძნობებზე, შეხედულებებზე, საიდუმლოებებზე და ამ საუბარში შეიძლება ძალიან შორს შეტოპოს, რაც შეიძლება კირჩხიბმა ქალმა გააზვიადოს, ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს კენტავრს. თუმცა ამის გათვალისწინება ადვილი არ იქნება, მთვარეულ ქალბატონს, თუ ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო, შეუძლია თავისებურად შეაფერადოს ყველაფერი, რის შედეგადაც მიღებულ ამბავს რეალურთან არავითარი საერთო არ ექნება...

სიახლოვის წუთებში მშვილდოსანმა უნდა იფიქროს არა სიტყვებზე, არამედ იმაზე, რასაც გრძნობდა. ამას იდეალურად ხვდება ქალი კირჩხიბი.
ამ დროს მას სურვილი უჩნდება გაექცეს ყველას და ყველაფერს და ჩაიძიროს სიყვარულის მორევში. მხოლოდ მან უნდა იგრძნოს შემხვედრი ნაზი გრძნობა. კაც მშვილდოსანს არ აწყენდა ჩაეხედა ასტროლოგიურ კალენდარში, რადგან ქალი კირჩხიბის განწყობა ბევრადაა დამოკიდებული მთვარის ფაზებზე, მამაკაცისათვის ეს ცოტა რთული გასაგებია, რადგან თავად ცეცხლის სტიქიაა, ძლიერი და იმპულსური, სინაზის სწავლა ნამდვილად არ აწყენდა, თუკი მისი რჩეული წყლის სტიქიას განეკუთნება. როცა მშვილდოსანი მამაკაცი ქალი კირჩხიბის თვალებში უცნაურ მთვარის ანარეკლს ხედავს, ჩუმად უნდა ჩაეხუტოს და ნაზად მოეფეროს, რათა ქალმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად, რათა მთლიანად ჩაიძიროს ღამის მელოდიურ სიჩუმეში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
მამაკაცების დიდი ნაწილი, ხშირად აბსოლუტურად ვერ
როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა
ალბათ დაკვირვებიხართ რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
სხვა სიახლეები
მამაკაცი ტყუპი & ქალი ქალწული
თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის
მამაკაცი მორიელი & ქალი სასწორი
მართალია, ისეთი დიპლომატიური,
მამაკაცი ლომი & ქალი სასწორი
სასწორ ქალებს თუ დააკვირდებით,
ასევე დაგაინტერესებთ