23 აპრილი, მთვარის მეცამეტე დღე
23 აპრილი, მთვარის მეცამეტე დღე
სამშაბათი, მთვარე გადის სასწორის ზოდიაქოს.
* ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.
* მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
* უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.
* კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.
* კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.
* მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.
* მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.
* ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.
* ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.
* კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.
* ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.

სამედიცინო რეკომენდაციები მთვარე სასწორში

* გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინულ სისტემა.
* ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
* დღეს იკვებეთ ზომიერად, – არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
* სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით დიპლომატიური და მზად თანამშრომლობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. ბრძოლა მოგიწევთ კონკურენტებთან.
20 აგვისტო, მთვარის ოცდამერვე დღე
კვირა, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
19 აგვისტო, მთვარის ოცდამეშვიდე დღე
შაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილით მოაგვარეთ სამსახურისა და საოჯახო საქმეები და მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად ბუნებაში. მოაწყვეთ პიკნიკი.
18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხშირად შეგეცვლებათ გეგმები და გარშემო მყოფებიც ხშირად გადაიფიქრებენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.
ასევე დაგაინტერესებთ