31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სწრაფად და ყურადღებით უნდა იმუშაოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას და კონკურენტების ჩამოცილებას.

კურო
კარგი დღეა პრობლემების მოსაგვარებლად, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად არამარტო სამსახურის საქმეებში არამედ წვეულებების მოწყობაშიც.

ტყუპი
საკუთარი უხასიათობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და კომენტარებისგან თავი შეიკავეთ.

კირჩხიბი
ნათესავებთან ან მეგობრებთან ვიზიტისას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მისგან ბევრ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. აგრეთვე კარგია დღეს იურისტთან, ფსიქოლოგთან კონსულტაცია.

ლომი
კარგი დღეა საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად. ნუ იფიქრებთ დახარჯულ თანხაზე. იფიქრეთ იმ სიამოვნებაზე, რასაც ახლობლებს მიანიჭებთ.

ქალწული
დღეს შეიძლება თქვენთვის უინტერესო, მაგრამ აუცილებელი საქმის შესრულებამ მოგიწიოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ყურადღებით იმოქმედეთ.

სასწორი
მოერიდეთ უსიამოვნებას, საქმეების გარჩევას ახლობლებთან. კარგი დღეა სარემონტო სამუშაობის დასაწყებად. ინტერიერის შესაცვლელად.

მორიელი
დღეს გარშემო მყოფებისთვის ლიდერი, მიმართულების მიმცემი უნდა იყოთ. ეცადეთ სამართლიანი იყოთ და არ დაგეზაროთ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა.

მშვილდოსანი
თუ კოლეგებთან ერთად შეხმატკბილებულად განიხილავთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს, არც ახლების დაწყება გაგიჭირდებათ და არ ძველების დასრულება.

თხის რქა
გაფრთხილდით, რათა გარშემო მყოფებმა თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო არ მიითვისონ ან საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამუშაონ.

მერწყული
ინტერიერის განახლება, ახალი ნივთების შეძენა მოგინდებათ. მთავარია, ფული ზომიერად ხარჯოთ და ვალებში არ გადავარდეთ.

თევზები
გარშემო მყოფებს საკუთარი პოზიტივითა და იუმორით დამუხტავთ. გაგიადვილდებათ უფროსთან საქმეებზე საუბარი. მისი მხარდაჭერით ახალი საქმეების წამოწყებას შეძლებთ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამოს დაესწარით წვეულებას, კულტურულ ღონისძიებას.
23 ივლისი, მთვარის პირველი დღე
კვირა, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
22 ივლისი, მთვარის ოცდამერვე დღე
შაბათი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა დასვენებისთვის, მოგზაურობისა და საინტერესო შეხვედრებისთვის. სასურველია, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან.
21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.
ასევე დაგაინტერესებთ