12 იანვარი, მთვარის მეთხუთმეტე დღე
12 იანვარი, მთვარის მეთხუთმეტე დღე
ხუთშაბათი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ.
აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა.
არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება.
კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება.
ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. ნიჭიერი იქნება, მაგრამ სწავლა არ ეყვარება. წარუმატებლობას სიყვარულში მატერიალური და მორალური ზარალიც დაემატება.
ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
არ გირჩევთ თმის შეჭრას.
ამ დღის ქვებია: აქატი და მორიონი.

მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:55

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მუშაობის განწყობაზე არ ხართ. დასვენება და მეგობრებთან ერთად გართობა გსურთ. დახმარება კოლეგებს, ოჯახის წევრებს სთხოვეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.
26 ივლისი, მთვარის მეოთხე დღე
ოთხშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მხიარული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. საღამოს საინტერესო შეხვედრა გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.
25 ივლისი, მთვარის მესამე დღე
სამშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ გართობაზე დიდ დროს არ დახარჯავთ, ყველა საქმეს საუკეთესოდ მოაგვარებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს. თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. პირად სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.
ასევე დაგაინტერესებთ