13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით, მოუმზადეთ გემრიელი ვახშამი. განსაკუთრებით გაამხიარულეთ ბავშვები.

კურო
მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიაზმით ეკიდებით ყველა საქმეს, დღეს მეტად უნდა დაისვენოთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ტყუპი
დაივიწყეთ ყველა ვალდებულება და პრობლემა და დღე დასვენებას, თავგადასავლებს დაუთმეთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

კირჩხიბი
მგრძნობიარე და ემოციური ხართ. "გამორთეთ" მელოდრამა. შეეხმიანეთ მეგობრებს და ბუნებაში გაემგზავრეთ დასასვენებლად. საღამო ბავშვებთან ურთერთობას დაუთმეთ.

ლომი
აკონტროლეთ ფინანსები, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ დაუვიწყარი მხიარულება გელით.

ქალწული
საუკეთესო დღეა ნათესავებისთვის წვეულების მოსაწყობად. იდილია შეიძლება მეგობრებმა დაგირღვიონ, რომლებიც გასართობად წაგიყვანენ.

სასწორი
შეხვედრებისა და ურთიერთობის დღეა. საოჯახო საქმეების მოგვარება დამოუკიდებლად მოგიწევთ. საღამოს უმასპინძლეთ ნათესავებს.

მორიელი

საოჯახო საქმეები არასდროს მთავრდება და ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ მგზავრობისა და ბუნებაში სეირნობისთვის.

მშვილდოსანი
ერთგული მეგობრები და მზრუნველი ნათესავები დასვენების საშუალებას მოგცემენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
სიურპრიზებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობაში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას.

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, საოჯახო საქმეების შესრულებას. საღამოს სიურპრიზები გელით.

თევზები
მზრუნველი ნათესავები პასიურად დასვენების საშუალებას მოგცემენ. ზოგიერთს შორეული ნათესავების სტუმრობა ელის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
20 ოქტომბერი, მთვარის მეორე დღე
პარასკევი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ რაღაც არ გამოგდით, შეისვენეთ და გაანალიზეთ წარსული. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. ასაკით უფროს ადამიანებთან გააუმჯობესეთ ურთიერთობა.
19 ოქტომბერი, მთვარის პირველი დღე
ხუთშაბათი, მთვარე გადის სასწორის ზოდიაქოს
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. იყავით ენერგიული. მოერიდეთ ჩახლართულ, გაუგებარ სიტუაციებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, სასიყვარულო პარტნიორთან.
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ავანტიურა გაგიტაცებთ, მოგინდებათ ინიციატივის გამოვლენა. შეიძლება სპონტანურად დაიწყოთ ბიზნესი უცხოელ პარტნიორთან. წარმატება გელით სპორტში.
ასევე დაგაინტერესებთ